ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის გათამაშების მეოთხე ეტაპზე, რომელსაც რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს, მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. საქართველოს წარმომადგენელი ბაადურ ჯობავა ამ ტურში თეთრებით ბორის გელფანდს ეთამაშებოდა. ეს შეხვედრა ყაიმით დასრულდა. სამი ტურის შემდეგ ჯობავამ, რომელმაც 2 ყაიმი გააკეთა და 1 პარტია წააგო, 1 ქულა დააგორვა და აუტსაიდერთა შორის იმყოფება იაკოვენკოსა და გირთან ერთად.
ამ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა გრან პრის ეტაპის ლიდერ ევგენი ტომაშევსკის მონაწილეობით, რომელიც შავებით ფაბიანო კარუანას ეთამაშებოდა. კარუანამ შეძლო უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება, რომელმაც ტომაშევსკის ადგილი გაუცვალა და დომინგეს პერესთან და სვიდლერთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
ფაბიანო კარუანა (იტალია) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 1:0
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0.5:0.5
ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) – მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0.5:0.5
დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 0:1
ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 0.5:0.5
ბაადურ ჯობავა (საქართველო) – ბორის გელფანდი (რუსეთი) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ
I-III დომინგეს პერესი, კარუანა, სვიდლერი 2-2 ქულა
IV-IX ტომაშევსკი, ნაკამურა, კარიაკინი, ვაშიე-ლაგრავი, გრიშუკი, გელფანდი 1.5-1.5
X-XII ჯობავა, გირი, იაკოვენკო 1-1
მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი
გელფანდი – გირი
დომინგეს პერესი – ნაკამურა
სვიდლერი – კარიაკინი
ტომაშევსკი – იაკოვენკო
ვაშიე-ლაგრავი – კარუანა
ჯობავა – გრიშუკი