კალათბურთი

22:12 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შსს აკადემია” ფინალშია და მეტოქეს ელოდება

კალათბურთში 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში “შსს აკადემიამ” “ბათუმს” ამჯერად გასვლაზე, ზედიზედ მესამე შეხვედრაში 76:74 მოუგო, სერიაში 3:0 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც “დინამო”-“რუსთავს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ძალოვნებმა “ბათუმს” თბილისში ორივე შეხვედრა საკმაოდ იოლად მოუგეს. ბათუმშიც იოლ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ მოვლენები სხაგვარად განვითარდა. ბევრისთვის მოულოდნელად, შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი მეოთხედი 32:13 მოიგეს და 19-ქულიან უპირატესობას დაეუფლნენ. მოულოდნელი შედეგი მაინც არ დაფიქსირდა, რადგან მომდევნო მეოთხედებში სტუმრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს, მოიპოვეს სასურველი მესამე გამარჯვება და როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფინალში ითამაშებენ. ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა უკანახაზელი ბობ ჯინ იანგი იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა იანგის თანაგუნდელი და თანამემამულე ნიკოლას კელოგი, რომლის ანგარიშზეც 12 ქულა და 10 მოხსნაა. სტუმართა წარმატებაში გამორჩეული წვლილი ეროვნული ნაკრების წევრმა, გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ და ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი შარაბიძემ შეიტანეს. ცინცაძე 21 ქულით თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო შარაბიძემ 19 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

“ბათუმი” – “შსს აკადემია” 74:76 (0:3)

(32:13, 22:23, 10:25, 10:15)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08876