ფეხბურთი

21:33 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია: სიურპრიზები და ბოლო ტურის მოლოდინი

ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში გამორჩეული ამბები მოხდა: მაგალითად, "ბაიერნმა" ისევ წააგო, ამჯერად ფრაიბურგში. მართალია, შვაინშტაიგერის გოლით იგებდნენ, მაგრამ ჯერ შვეიცარიელმა მეჰმედიმ გაათანაბრა, 89-ე წუთზე კი ექს-ბაიერნელმა ნილს პეტერსენმა გაუტანა ნოიერს.

საინტერესოა, რომ პეტერსენი სულ 3 წუთის შესული იყო მოედანზე და რა თქმა უნდა, ეს მის კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლია. "ფრაიბურგს" კი ჰაერივით სჭირდებოდა ეს გამარჯვება - საშიშ ზონაშია.

"შტუტგარტი"-"ჰამბურგი" 2:1. მართალია, სტუმრები კაჩარის თავურით იგებდნენ, მაგრამ პირველივე ტაიმში გენტნერმა და ჰარნიკმა მასპინძლები გაახარეს. მეტი გოლი არ გასულა, თუმცა უნდა ითქვას: თუ უნდა გაეტანა, “შტუტგარტს” უნდა გაეტანა. იმდენი მომენტი შექმნეს შვაბებმა, რომ ცოდო იყო მხოლოდ ორი გოლით რომ დაკმაყოფილდნენ.

ორივე გუნდი საშიშ ზონაში რჩება, მაგრამ "შტუტგარტი" უკვე ნაკლებად. ამჯერად, ჰამბურგელებს უფრო უჭირთ და ბოლო ტურში "შალკეს" თუ ვერ მოუგებენ, ბუნდესლიგა განზე დარჩებათ.

"ჰანოვერმა" წლულს პირველად მოიგო! ბოლოს 16 დეკემბერს გაიმარჯვა "აუგსბურგთან" და აი, ზუსტად ხუთი თვის თავზე ისევ "აუგსბურგს" სძლია. გამოდის, რომ გუნდმა ერთი წრე გამარჯვების გარეშე ჩაატარა.

ლარს შტინდლი - ჰანოვერელებს მან უშველა, დუბლი მიითვალა და დიდი შანსია, მარტინ შმიდტის გუნდმა ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ბოლო ტურში "ჰანოვერი"-"ფრაიბურგია" და თავად განსაჯეთ, რა მნიშვნელობის თამაში იქნება.

სეზონში 21-ე საგოლე პასი მიითვალა "ვოლფსბურგის" ბელგიელმა ნახევარმცველმა დე ბრუინმა. მშვენიერ სეზონს ატარებს ეს ფეხბურთელი. მან პირველივე წუთზე კალუჯირის გაატანინა "დორტმუნდთან" მატჩში. "მგლებმა" 2:1 იმარჯვეს, გადამწყვეტი ბურთი ბრაზილიელმა ნალდომ მიითვალა, რომელსაც სეზონში 7 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავი არაფერი იქნებოდა, ნალდო მცველი რომ არ იყოს... ის "ვერდერშიც" შედეგიანი იყო და "ვოლფსბურგსაც" მოუხდა.

შეგახსენებთ, 7 ივნისს გერმანიის თასის ფინალში სწორედ "ვოლფსბურგი" და "დორტმუნდი" შეხვდებიან.

და "გლადბახი". ქება და ქება ამ გუნდს, ამჯერადაც გაიმარჯვა, თანაც, ბრემენში. ბრაზილიელმა რაფაელმა ორი გოლი გაიტანა და "გლადბახმა" ოფიციალურად გაინაღდა ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. რაც ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, კლუბს იქ არ უთამაშია.

კიდევ, გამოსარჩევია ლევერკუზენელთა ნახევარმცველის, ჰაქან ჩალჰანოღლუს მორიგი ლამაზი გოლი საჯარიმო დარტყმით. ჩალჰანოღლუმ "ჰოფენჰაიმს" გაუტანა და საგოლე პასიც გაუკეთა კისლინგს.

და "პადერბორნი" შეგვეცოდა, რომელიც სეზონში პირველად დაქვეითდა ბოლო ადგილზე. როგორც წესი, "პადერბორნი" ბევრს უტევს, მაგრამ ბევრ მომენტსაც აცუდებს. ასე იყო "შალკესთანაც". არაერთხელ შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ბოლო წუთებზე თავად გაუშვეს. ბოლო ტურში ელით გადამწყვეტი მატჩი: "პადერბორნი"-"შტუტგარტია"...

ბოლოს, სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ბოლო ტურის მატჩებს გადავხედოთ:

23 მაისი

ბაიერნი-მაინცი, დორტმუნდი-ვერდერი, გლადბახი-აუგსბურგი, ჰოფენჰაიმი-ჰერტა, ჰანოვერი-ფრაიბურგი, აინტრახტი-ლევერკუზენი, ჰამბურგი-შალკე, კიოლნი-ვოლფსბურგი, პადერბორნი-შტუტგარტი.

თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ბურთების შეფარდებას.

აუგსბურგი-ჰანოვერი 1:2 (1;1)

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, ჰონგი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, ფოილნერი (ჰოიბერგი 55), კორი (მიოლდერსი 78), ტობიას ვერნერი, ბობადილია, ალტინტოპი (ეშვაინი 66)

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, ჰიროკი საკაი, სალიფ სანე, შულცი, ანდრეასენი (გულსელამი 72), კიოტაკე (ქარამანი 79), შტინდლი, პრიბი, ბრიანი (ფელიპე 83)

მწვრთნელი: მიხაელ ფრონცეკი

გოლები: 0:1 შტინდლი (24), 1:1 ვერჰაეგი (30 პენ), 1:2 შტინდლი (55)

გაფრთხილება: საკაი (29, 77), ცილერი (29), ვერჰაეგი (34, 90)), შტინდლი (53), გულსელამი (73), მიოლდერსი (89), სანე (90+4)

გაძევება: საკაი (77), ვერჰაეგი (90), ბობადილია (90+5)

მსაჯი: ცვაიერი

ბურთის ფლობა: 64-36, დარტყმა: 8 (2) - 8 (3), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 20-18

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:0 (1:0)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (ბიონიში 82), იედვაი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი, რაინარტცი, როლფესი (კასტრო 77), სონი (ბრანდტი 60), ჩალჰანოღლუ, კისლინგი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, აბრაჰამი, ბეკი, კიმი (შალაი 76), ელიონუსი (სალიჰოვიჩი 61), პოლანსკი, რუდი (ამირი 61), შვეგლერი, შტრობლი, მოდესტე, ფოლანდი

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (45), კისლინგი (61)

გაფრთხილება: ტოპრაკი (55), როლფესი (71)

მსაჯი: ჰარტმანი

ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 13 (4) - 16 (5), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 7-4, სეივი: 5-2, ჯარიმა: 18-13

ფრაიბურგი-ბაიერნი 2:1 (1;1)

ფრაიბურგი: ბიურკი, გიუნტერი, კრმაში, მიტროვიჩი, მუიჯა (ფილიპი 85), დარიდა, ჰოლფერი, კლაუსი (ფრანტცი 73), შმიდი, გუედე, მეჰმედი (პეტერსენი 86)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი, ალონსო (თომას მიულერი 64), როდე (ალკანტარა 72), ვაიზერი, შვაინშტაიგერი (ლამი 72), გიოტცე, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 შვაინშტაიგერი (13), 1:1 მეჰმედი (33), 2:1 პეტერსენი (89)

გაფრთხილება: გუედე (66)

მსაჯი: ველცი

ბურთის ფლობა: 28-72, დარტყმა: 9 (3) - 17 (6), კუთხური: 2-10, თამაშგარე: 3-0, სეივი: 5-1, ჯარიმა: 16-15

ჰერტა-აინტრახტი 0:0

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ბრუქსი, ლანგკამპი, შულცი, პლატენჰადრტი, შტოკერი (რონი 77), შკელბრედი, ჰარაგუჩი, კალუ

მწვრთნელი: პალ დარდაი

აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, ოცზიპკა, ჯაკპა, იგნიოვსკი (ფლუმი 60), მადლუნგი, სამბრანო, აიგნერი, ჰასებე, შტენდერა (ვალდესი 90), სეფეროვიჩი

მწვრთნელი: თომას შააფი

გაფრთხილება: ბრუქსი (19), ლუსტენბერგერი (29), ოცზიპკა (40), სამბრანო (42), პეკარიკი (64), ჰასებე (76), ჯაკპა (77), აიგნერი (86)

მსაჯი: მაიერი

ბურთის ფლობა: 39-61, დარტყმა: 9 (2) - 1 (0), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-2, ჯარიმა: 19-22L

მაინცი - კიოლნი 2:0 (0:0)

მაინცი: კარიუსი, ბენგსტონი, ბიუმგერტი, პარკი,. ნოვესკი (ალაგუი 88), ბაუმგარტლინგერი, დე ბლაზისი (დიასი 73), გაისი, კუ (სამპერიო 81), მალი, ოკაზაკი

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

იოლნი: კესლერი, ბრეჩკო (დეივერსონი 63), მავრაი, მარო, ჰექტორი, მატუშიკი (ჰალფარი 75), ნაგასავა (სვენტო 55), რისე, ფიოგტი, ოსაკო, ფინი

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გოლები: 1:0 კუ (47), 2:0 სამპერიო (83)

გაფრთხილება: ნოვესკი (27), ფიოგტი (60), დეივერსონი (72), მავრაი (84)

მსაჯი: პერლი

ბურთის ფლობა: 54-46, დარტყმა: 18 (6) - 12 (4), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-4, ჯარიმა: 13-14

შალკე-პადერბორნი 1:0 (0:0)

შალკე: ფერმანი, აოგო, ჰიოვედესი (ბარნეტა 57), კირჰოფი (გორეცკა 46), კოლაშინაცი, მატიპი, ნასტასიჩი, მაქს მაიერი, ფარფანი, ჩუპო-მოტინგი (დრაქსლერი 46), ჰუნტელაარი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

პადერბორნი: ლუკას კრუზე, ჰაინლოთი, ჰანემაიერი, შტროდიკი, ბაკალორცი, ბრიუკნერი, კოჩი (კაჩუნგა 77), შტოპელკამპი, ვრანჩიჩი (ციგლერი 86), რუპი, ლაკიჩი (კუჩკე 70)

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლი: 1:0 ჰუნტელაარი (88)

გაფრთხილება: ბრიუკმერი (55), ფარფანი (56), ციგლერი (89), გორეცკა (90+1), ნასტასიჩი (90+3)

მსაჯი: დანკერტი

ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 17 (3) - 22 (4), კუთხური: 10-9, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-2, ჯარიმა: 14-14

შტუტგარტი-ჰამბურგი 2:1 (2;1)

შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი, რიუდიგერი, შვააბი, დიდავი (მაქსიმი 77), გენტნერი, სერეი (რომეუ 90), ჰარნიკი (ტიმო ვერნერი 86), კოსტიჩი, გინჩეკი

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ (ჰოლტბი 89), იანსენი (შტიბერი 65), ოსტრჟოლეკი, რაიკოვიჩი, ვესტერმანი, ილიჩევიჩი, კაჩარი, ვან დერ ვაარტი, ლასოგა (რუდნევსი 58), ოლიჩი

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გოლები: 0;1 კაჩარი (12), 1:1 გენტნერი (27), 2;1 ჰარნიკი (35)

გაფრთხილება: ადლერი (56), ოლიჩი (58), კაჩარი (69), დიდავი (69), ვესტერმანი (90), ვან დერ ვაარტი (90+3)

მსაჯი: გრეფე

ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 22 (10) - 7 (1), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-8, ჯარიმა: 10-19

ვერდერი-გლადბახი 0:2 (0:0)

ვერდერი: კასტელსი, ვესტერგარდი, ბარტელსი (ჰაიროვიჩი 71), პრიოდლი, ბერგფრედე (ლუკიმია 77), იუნუზოვიჩი, ოზთუნალი (ბუსხი 88), გებრე სელასი, დი სანტო, ზელკე

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გლადბახი: ზომერი, ბრაუერსი, დომინგესი, იანჩკე, ჯონსონი (თორგან აზარი 77), ვენდტი, ჰერმანი (ჰანი 83), კრამერი, ჯაკა, მაქს კრუზე, რაფაელი (ნორვაიტი 90+3)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლი: 0;1, 0:2 რაფაელი (53, 86)

გაფთხილება: იანჩკე (31)

მსაჯი: დინგერტი

ბურთის ფლობა: 36-64, დარტყმა: 19 (3) - 14 (4), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-3, ჯარიმა: 13-7

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 2:1 (1:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ტიმ კლოზე, ნალდო, როდრიგესი (ვიერინია 77), არნოლდი, კალიჯური (შიურლე 90), გულავოგი, დე ბრუინი, პერიშიჩი (ჰუნტი 86), დოსტი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, შმელცერი (პიშჩეკი 77), გიუნდოგანი, კაგავა (იმობილე 70), კამპლი (როისი 70), კელი, მხითარიანი, ობამეიანგი

მწვღთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 კალიჯური (1), 1:1 ობამეიანგი (11 პენ), 2:1 ნალდო (49)

გაფრთხილება: ბენალიო (11), სუბოტიჩი (61), პერიშიჩი (71), გიუნდოგანი (72), არნოლდი (83), დე ბრუინი (90)

მსაჯი: ფრიტცი

ბურთის ფლობა: 48-52, დარტყმა: 12 (8) - 17 (3), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 6-4, სეივი: 2-6, ჯარიმა: 11-11



0.135846