ფეხბურთი

18:58 | 16.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“სკა-ენერგიამ” ალადაშვილისა და რუხაიას გოლებით მოიგო

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 32-ე ტურში ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” თავის მოედანზე “ენისეის” 3:1 აჯობა და გამარჯვებულებში გოლები როგორც კახა ალადაშვილმა, ასევე, გუჯა რუხაიამ გაიტანეს.

32-ე წუთზე, გოგიტა გოგუას წაქცევისთვის საჯარიმო დარტყმა დაინიშნა და ალადაშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 1:0. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. 85-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ მასპინძლები დააწინაურა. მატჩში წერტილი გორის “დილას” ყოფილმა თავდამსხმელმა ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა დასვა. ხაბაროვსკელთა რიგებში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გოგუამ და რუხაიამ სრულად ითამაშეს. “სკა-ენერგიას” 36 ქულა აქვს და 18 გუნდში მეთოთხმეტეა.

ძერჟინსკის “ხიმიკიმ” თავის მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “დინამო” 2:1 დაამარცხა. რუსეთის მოქალაქე მცველმა გიორგი ჯიქიამ მასპინძლებში სრულად ითამაშა და 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ხიმიკი” 27 ქულით მეჩვიდმეტეა.

კალინიგრადის “ბალტიკამ” გასვლაზე “ტიუმენთან” 0:3 წააგო. რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელია კალინინგრადელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ბალტიკა” 33 ქულით მეთხუთმეტეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:52 | 03.06.2019
RMA FANS (3925)

ყოჩახ ძმაო

14:32 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Torpedo-shi ra xdeba,daweret romelime saitma mainc, Wit-Georgia-stan 0:3 wamgebi da sulit dacemul gunds evropaze uwevs male tamashi im chineli investorebis wvriltvala deda fxodi,shemodgomamde mainc gdebuliynvnen

14:19 | 03.06.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

სუპერგოლების კოლექციონერია ეს ჩემის შვედი ესა

12:57 | 03.06.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

Angelozebis forvardi
Ibrahimas shvili
Sul ofsaidshi xvdeba
Sheni grdzeli cxviri

0.0685