ავსტრალიური “მელბურნის” 36 წლის ირლანდიელი შემტევი დამიენ დაფი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური “ტვიტერის” გვერდი იუწყება.
ჯერჯერობით უცნობია დაფის სამომავალო გეგმები. ფეხბურთელმა “მელბურნში” 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. დემიენს “ჩელსიში”, “ნიუკასლში”, “ფულემში” და “ბლექბერნში” უთამაშია. შემტევს ირლანდიის ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული.