ფეხბურთი

16:51 | 16.05.2015 | ნანახია 1615 - ჯერ

არველაძე “რეინჯერსის” შენაძენებში სიძვირით მეორეა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდის შოთა არველაძის ადვოკატის რობ კოენის განცხადებამ, რომ 2001 წელს “გლაზგო რეინჯერსმა” ქართველის სანაცვლოდ ამსტერდამის “აიაქსს” 12 მილიონი ევრო (8,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) გადაუხადა, შოტლანდიურ პრესაში არაერთგვაროვანი რექცია გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ ტრანსფერის განხორციელების დროს გლაზგოელთა ჰოლანდიელმა თავკაცმა დიკ ადვოკაატმა “აიაქსის” ექსფორვარდის სატრანსფერო ფასად 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაასახელა. არადა, გაირკვა, რომ “რენჯერსს” დასახელებულზე დაახლოებით 4-ჯერ მეტი გადაუხდია.

ასეთ შემთხვევაში არველაძე შოტლანდიური კლუბის შენაძენებს შორის სიძვირით მეორეა. ყველაზე დიდი თანხა “რეინჯერს” ნორვეგიელ ტორე ანდრე ფლოში გადაუხდია, რომელიც ლონდონის “ჩელსიდან” 12 მილიონ გირვანქად გადაიყვანა. შოთამ “რეინჯერსის” რიგებში ორ-ორჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო.

მიმდინარე კვირაში არველაძემ ამსტერდამის “აიაქსს”, რომელიც 1 500 000 ევროს ედავებოდა, სასამართლოში საქმე მოუგო. შედეგად, ამსტერდამელებს ხსენებული თანხის გადახდა ჰოლანდიის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალათ. გარდა ამისა, მათ ქართველს სასამართლოს ხარჯებიც უნდა აუნაზღაურონ.

კოენმა სწორედ სასამართლოს პროცესის მერე თქვა, რომ “აიაქსს” არველაძესთან დავის უნდა რცხვენოდეს, რადგან მის სანაცვლოდ “რეინჯერსისგან” 12 მილიონი ევრო მიიღო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:58 | 17.02.2014
La Beneamata (114)

ამიიის მუღამიიი მაქვს შარშანს მერე.. კატააა.. აუუ რა რეაქციიის პატროონია... მაგარი კიპერია ბიჭებოო თქვენ შეილება არ უყურებდეთ ამის თამაშებს მაგრაამმ უძლიერესია.

14:37 | 17.02.2014
maradonna (4306)

მე ვუყურებ ხოლმე ლევანტეს თამაშს ხანდახან კაი მეკარეა მართლაც კატაა

23:57 | 16.02.2014
TheGreatDanton (540)

უყურეთ რომასა და სამპდორიას მატჩს პირდაპირ საიტზე, მაღალი ხარისხით, პირდაპირ ეთერში!!
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5071--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5071--.html'))

უყურეთ სევილიასა და ვალენსიას მატჩს პირდაპირ საიტზე, მაღალი ხარისხით, პირდაპირ ეთერში!!
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5070--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5070--.html'))

22:36 | 16.02.2014
El Capitano 7 (35967)

ბარსამ იყიდოს

0.141315
1615