ჭადრაკი

12:03 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაადურ ჯობავამ ქულათა მარაგის ათვლა დაიწყო

ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის მეოთხე დასკვნით ეტაპზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ტურნირის ერთადერთმა ქართველი მონაწილე, ბაადურ ჯობავა შავებით მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს ეთამაშებოდა. პირველ ტურში ევგენი ტომაშევსკისთან (რუსეთი) დამარცხების შემდეგ ჯობავამ ამჯერად ბევრად უკეთ ითამაშა, ყაიმი გააკეთა და თავის აქტივში ნახევარი ქულა ჩაიწერა.

ტურნირზე ორხელისუფლებიანობაა - 1.5-1.5 ქულით ტომაშევსკი და დომინგეს პერესი ლიდერობენ.

გთავაზობთ მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს

ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) – ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) 0.5:0.5

ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 1:0

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – ფაბიანო კარუანა (იტალია) 0.5:0.5

ბორის გელფანდი (რუსეთი) – ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 0.5:0.5

ანიშ გირი (ჰოლანდია) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 0.5:0.5

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) – ბაადურ ჯობავა (საქართველო) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ

I-II დომინგეს პერესი, ტომაშევსკი 1.5-1.5 ქულა

III-X იაკოვენკო, კარიაკინი, სვიდლერი, კარუანა, ნაკამურა, გელფანდი, ვაშიე-ლაგრავი, გრიშუკი 1-1

XI_XII ჯობავა, გირი 0.5-0.5

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი

ჯობავა – გელფანდი

გრიშუკი – ვაშიე-ლაგრავი

კარუანა – ტომაშევსკი

იაკოვენკო – სვიდლერი

კარიაკინი – დომინგეს პერესი

ნაკამურა – გირი

0.113929