კალათბურთი

11:57 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქორები” და “მეომრები” კონფერენციების ფინალში ითამაშებენ (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა.

“ვაშინგტონ ვიზარდსი” შინ “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდა. მატჩის ბოლო წამზე “ქორები” 94:91 იგებდნენ, დედაქალაქელთა ლიდერმა პოლ პირსმა სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ მსაჯებმა ბურთი არ ჩათვალეს, რადგან პირსმა საფინალო სირენის შემდეგ გაუშვა ბურთი. დედაქალაქელებს 29 ქულით ბილმა ულიდერა. “ატლანტაში” 25 ქულით ქეროლი გამოირჩა. სერია “ატლანტამ” 4:2 მოიგო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდება.

“მემფისი” საკუთარ დარბაზში “გოლდენ სტეიტთან” 95:108 დამარცხდა. “მემრებში” საუკეთესო სტეფ კარი გახდლათ, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა შესძინა. “დათვებში” 21 ქულით და 15 მოხსნით მარკ გასოლი გამოირჩა. სერია “გოლდენ სტეიტმა” 4:2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც “ჰიუსტონი” – “კლიპერსის” წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 91:94 (20:19, 19:26, 25:27, 27:22)

“ვაშინგტონი”: ბილი (29 ქ. 6 მ.), უოლი (20 ქ. 13 პ. 6 მ.), სერაფინი (13 ქ. 8 მ.), პორტერტი (7 ქ. 8 მ.), გუდენი (7 ქ. 6 მ.), ნენე (5 ქ.), პირსი (4 ქ.), ტემპლე (2 ქ.), გორტატი (2 ქ.)

“ატლანტა”: ქეროლი (25 ქ. 10 მ.), მილსაპი (20 ქ.), ტიგი (20 ქ. 7 პ.), ჰორფორდი (13 ქ. 7 მ.), შროდერი (9 ქ.), მუსკალა (5 ქ.), კორვერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=PEjEYWgUh1s

სერია “ატლანტამ” 4:2 მოიგო

“მემფის გრიზლი” – “გოლდენ სტეიტი” 95:108 (19:32, 30:26, 19:18, 27:32)

“მემფისი”: გასოლი (21 ქ. 15 მ. 5 ბ. 4 პ.), კარტერი (16 ქ.), რენდოლფი (15 ქ. 6 მ.), ლი (12 ქ.), კონლი (11 ქ. 9 პ.), კუფოსი (8 ქ. 8 მ.), გრინი (6 ქ.), უდრიხი (4 ქ.), ალენი (2 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (32 ქ. 10 პ. 6 მ.), ტომპსონი (20 ქ. 8 მ.), გრინი (16 ქ. 12 მ.), ბარნსი (13 ქ.), ლივინგსტონი (10 ქ.), იგუადალა (9 ქ. 7 პ. 6 მ.), ბოგუტი (4 ქ.), ეზელი (2 ქ.), ლი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=yHkxl-g6_Lo

სერია გოლდენ სტეიტმა 4:2 მოიგო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101525