ფეხბურთი

11:44 | 16.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“მანჩესტერ სიტიმ” ანჩელოტისთან შეთანხმება უარყო

ესპანური “სპორტის” ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” წარმომადგენელმა მადრიდის “რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტისთან შეთანხმება უარყო. იტალიურმა სპორტმედიასეტ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი “ქალაქელები” “სამეფო გუნდის” მწვრთნელს უკვე შეუთანხმდნენ და მომდევნო სეზონიდან ინგლისურ გრანდს იტალიელი გაუძღვება.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. პრიმერადივიზიონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მადრიდელები “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსს კვლავ ინარჩუნებენ. ანჩელოტის “ბლანკოსთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.065759