იტალიურ “რომას” ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” მარცხენა მცველის ლუკას დინიეს შეძენა სურს. აღნიშნულ ცნობას ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport–ი ავრცელებს.
“რომას” დამრიგებელი რუდი გარსიაა, რომელიც დინიესთან ერთად “ლილში” მუშაობდა და მისი თამაში ძალიან მოსწონს. რომაული კლუბი მზადაა ახალგაზრდა მცველში 11 მილიონი ევრო გაიღოს.
თავის მხრივ, პსჟ-ს დინიეს გაშვება არ სურს, რადგანაც ლუკასი ძალიან ნიჭიერია და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
21 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018-წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა.