მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა როჯერ ფედერერმა რომის Internazionali BNL d'Italia-ს მეოთხედფინალში ჩეხ ტომაშ ბერდიხს 6:3, 6:3 მოუგო და 33 წლის შვეიცარიელის სანახევარფინალე მოწინააღმდეგეს მისი თანამემამულის სტენ ვავრინკასა და ესპანელი რაფა ნადალის მატჩი გაარკვევს.
ფედერერს ბერდიხის დასამარცხებლად მხოლოდ საათი და 6 წუთი დასჭირდა. როჯერმა 4 ბრეიკი, 2 ეისი შეასრულა და ტომაშთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 14:6 გახადა.
შეგახსენებთ, ფედერერს სამჯერ აქვს ნათამაშები რომის “მასტერზ1000”-ის ფინალი და სამივეჯერ გადამწყვეტი მატჩი (ორჯერ ნადალთან) დათმო.









