ფეხბურთი

18:38 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონტე იტალიურ გუნდებს აქებს

იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა ანტონიო კონტემ, რომელიც მანამდე სათავეში ტურინის "იუვენტუსს" ედგა, თავის ყოფილი გუნდისა და საერთოდ, იტალიური კლუბების წლევანდელი ასპარეზობა შეაფასა. კონტემ "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრიც შეაქო.

"უნდა ვიამაყოთ ჩვენი გუნდების ნაჩვენები შედეგებით ევროტურნიტრებზე . "იუვე" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, ხოლო ევროპის ლიგაზე ორი გუნდი ნახევარფინალში გვყავდა. ჩემი კომპლიმენტები "იუვენტუსს", რომელმაც წარმატებას ალეგრის, ფეხბურთელებისა და გუნდის ხელმძღვანელობის კარგი მუშაობის შედეგად მიაღწია. აგრეთვე ვუძღვნი კომპლიმენტებს "ნაპოლისა" და "ფიორენტინას", რომლებმაც კარგი შედეგი აჩვენეს და იტალიას ევროპულ ასპარეზზე თავისი ადგილის დაბრუნებაში დაეხმარენენ". - თქვა კონტემ.

ანტონიო კონტე "იუვენტუსს" 2011-2014 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს ზედიზედ სამჯერ მოაგებინა იტალიის ჩემპიონატი. ზაფხულში კი მოულოდნელად ტურინი დატოვა და "სკუადრა აძურა" ჩაიბარა.

0.117925