ფეხბურთი

18:13 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი სუარესის კბენაზე არ ფიქრობს

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. მას შემდეგ, რაც ეს ყოველივე ცნობილი გახდა, საფეხბურთო სამყარო ჯორჯო კიელინისა და ლუის სუარესის დაპირისპირებაზე ალაპარაკდა.

ცნობილია, რომ სუარესმა გასულ ზაფხულს, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალია - ურუგვაის მატჩისას კიელინის უკბინა, რის გამოც ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც მოიხადა. ამასთან დაკავშირებით "იუვეს" მცველმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იგი მომხდარზე საერთოდ არ ფიქრობს და თავში მხოლოდ ფინალი უტრიალებს.

"სუარესთან დაპირისპირება? - დიახ, მაგრამ ძალიან მშვიდად ველოდები. დავუპირისპირდები შესანიშნავ თავდამსხმელს, როგორებიც ქარიმ ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი და ჩიჩარიტო არიან. კბენაზე საერთოდ არ ვფიქრობ და მხოლოდ ფინალში სათამაშოდ ვემზადები. "ბარსელონას" ნეიმარის, მესისა და სუარესის სახით მაგიური თავდასხმის ხაზი ჰყავს", - ამბობს კიელინი.

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 6 ივნისს შეხვდებიან. აღნიშნულ მატჩში გარდა კიელინი - სუარესისა, პატრის ევრასა და იმავე სუარესის დაპირისპირებასაც ელიან.

0.115098