საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბაქოს “ინტერიდან” წავა.
- რამდენიმე ტურის წინ ყველამ და მათ შორის “ინტერის” რამდენიმე მოთამაშემ “ყარაბაღს” ჩემპიონობა ნაადრევად მიულოცა. თუმცა, ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ თუ თქვენი გუნდი სამ მატჩს მოიგებს, მაშინ ჩემპიონის ბედი “ოქროს მატჩში” გაირკვევა.
- სიტყვებით ყველაფერი სასიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ საქმე ასე იოლად არაა. თუნდაც “გაბალა” ავიღოთ. სტუმრად ამ გუნდის დამარცხება იოლი არაა. გარდა ამისა, “ყარაბაღსა” და “სუმგაითს” უნდა შევხვდეთ. თუმცა, დასახული ამოცანის გადაჭრა და “ოქროს მატჩში” თამაშის უფლების მოპოვება შესაძლებელია.
- “გაბალასთან” სტუმრად ჩასატარებელი მატჩი ჩამოთვლილთაგან ყველაზე რთულია?
- იოლი მეტოქე არცერთია. შესაძლოა, “გაბალა”, რომელსაც მიმდინარე კვირაში უნდა შევხდეთ, ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა, რადგან შთამბეჭდავი წაუგებელი სერია აქვს.
- უხასიათოდ ხართ. ეს კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება?
- არა, უბრალოდ ვარჯიშის შემდეგ დავიღალე.
-კლუბში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა თქვენზე მოქმედებს?
- რა თქმა უნდა. ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ხელფასს არ იღებ. ასეთ სიტუაციაში ვერაფერს იზამ. ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს – ან უნდა ვითამაშოთ ან არა.
- მეორე ვარიანტი შესაძლებელია?
- ამას არ გავაკეთებთ. სამი ტური დარჩა და უნდა ვითამაშოთ. სეზონის ღირსეულად დასრულებაა საჭირო და შემდეგ გამოჩნდება რა მოხდება.
- სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი გიმთავრდებათ. მომავალში რას აპირებთ? ფინანსურად კლუბში ადრინდელის მსგავსი ვითარება აღარ იქნება. ბიუჯეტის შემცირება გამორიცხული არაა.
- დიდი ალბათობით კლუბს დავტოვებ. სეზონის შემდეგ სად გადავალ ჯერ ვერ ვიტყვი. დრო გვაჩვენებს.
- იმის გათვალისწინებით თუ როგორი ქულათა მარაგი ჰქონდა “ყარაბაღს” და ფინანსურად “ინტერი” რა მდგომარეობაშია, ჩემპიონობა სასწაულის ტოლფასი იქნება?
- ნამდვილად ასეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიჭების თამაში იმ ფონზე, როდესაც ხელფასს არ იღებენ. მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეც დაბერდა ამასობშსი...
წადი შენი სომხეთში მშობლიურ ქვეყანაში,ნუ იბრალებ ქართველობას შე ლახმაჩო არაკაცო
stripslashes((strlen('http://getamashebi.com/')>0?'http://getamashebi.com/':'http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
გორის დილასთვის მისწრებაა,რევიშვილი? თუ საჭიროება მოითხოვს,აგერ ამისულა,სალუქვაძე,ეს მცველები,ნახევარ დაცვა,ილურიძე, გოგუა კარგი იქნებოდა და დინამოდან პაპუნაშვილი, თავდასხმა მარცვალაძე და ერთი ძლიერი გამოცდილი უცხოელი.ლიგა თუ გინდა და ეს მალევე უნდა მოახერხონ ,რომ შეთამაშდნენ....