მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი მარიო გიოტცე გუნდის დატოვებას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიოტცეს ყოფილი გუნდი “დორტმუნდი” მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირებას გეგმავს. მაგრამ, როგორც Kicker-ი იუწყება, “ბაიერნის” შემტევი გუნდის დატოვებას არ აპირებს.
მიმდინარე სეზონში, 22 წლის გერმანელმა “ბაიერნის” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.