ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩებში “დნიპრომ” უკრაინაში “ნაპოლი” დაამარცხა, ხოლო “სევილიამ” “ფიორენტინას” იტალიაში შანსი არ დაუტოვა.
ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე სასიხარულო ევროპის ლიგაზე, რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავას მიღწევაა. იგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამ პრესტიჟული ტურნირის ფინალში იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გუნდი 27 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში “სევილიას” დაუპირისპირდება და ვიმედოვნოთ, რომ თბილისში ჩასატარებელ უეფას სუპერთასზეც კანკავა საქართველოში ჩამოვა.
დნეპროპეტროვსკელებმა “ნაპოლის” ორივე მატჩში ტოლი არ დაუდეს. კიევში “ოლიმპიისკზე” გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე ევგენი სელეზნიოვმა გაიტანა. ამის შემდეგ იტალიელები ცდილობდნენ რაიმე ღირებულის გაკეთებას, იგუაინმა რამდენჯერმე შეუტია ბოიკოს კარს, თუმცა უკრაინელი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. კანკავა საკმაოდ აგრესიულად გამოიყურებოდა და შეუცვლელად ითამაშა.
“დნიპრომ” ისტორიულ შედეგს მიაღწია, ჯერ ნახევარფინალში გავიდა, ახლა კი ევროპის ლიგის ფინალში მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება. ანდალუსიელებმა წინა სეზონში იმარჯვეს, ამჯერად კი შანსი აქვთ ევროპა ლიგა/უეფას თასი მეოთხედ მოიგონ და “სევილია” ისტორიაში შეიყვანონ.
ესპანელებმა “ფიორენტინა” ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურეს. ფლორენციაში მონტელას შეგირდებს მძიმე მისია ჰქონდათ, მათ 0:3 უნდა აღმოეფხვრათ. “სევილიამ” იტალიელებს იმედები ბაკას და კარისოს მიერ 22-ე და 27-ე წუთზე გატანილი გოლებით გადაუწურა. ემერის გუნდმა პირველივე ტაიმში ყველაფერი ნათელი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად “ფიორენტინას” ბურთის ფლობის, კარში დარტყმების და კუთხურების უპირატესობა ჰქონდა, მაინც ვერაფერი მოახერხა. საერთოდაც ილიჩიჩმა 67-ე წუთზე პენალტით პრესტიჟის გოლიც კი ვერ გაიტანა და ასე უსახელოდ დაემშვიდობნენ ფლორენციელები ევროპის ლიგას.
ევროპა ლიგის ნახევარფინალი. განმეორებითი მატჩები.
14 მაისი. კიევი. “ოლიმპიისკი”.
დნიპრო – ნაპოლი 1:0 (0:0)
ორი მატჩის ჯამი 2:1
დნიპრო: ბოიკო, ჩებერიაჩკო, დუგლასი, ფედეცკი, ფედორჩუკი, კანკავა, კონოპლიანკა (გამა 86), ლუჩკევიჩი (ნასიმენტო 67), მატოსი, როტანი, სელეზნიოვი (კალინიჩი 75).
მთავარი მწვრთნელი: მირონ მარკევიჩი
ნაპოლი: ანდუხარი, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი, მაჯო, ინლერი, ლოპესი (ენრიკე 79), იგუაინი, კალეხონი, ინსინე (მერტენსი 61), გაბიადინი (ჰამშიკი 55).
მთავარი მწვრთნელი: რაფა ბენიტესი
გოლი: 1:0 სელეზნიოვი (58).
გაფრთხილებები: მატოსი (23), გაბიადინი (27), სელეზნიოვი (70), კანკავა (75), გულამი (81), ნასიმენტო (85), კალეხონი (86), ბოიკო (90+5).
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 10 (7) – 17 (6), კუთხური: 3 – 10, თამაშგარე: 5 – 2, სეივი: 6 – 6, ჯარიმა: 21 – 16.
14 მაისი. ფლორენცია. “არტემიო ფრანკი”.
ფიორენტინა – სევილია 0:2 (0:2)
ორი მატჩის ჯამი 0:5
ფიორენტინა: ნეტო, როდრიგესი, ბასანტა (პასკუალი 46), დავიჩი, ალონსო, ხოაკინი, პისარო, ფერნანდესი (ბადელი 67), ვალერო (ლაძარი 85), ილიჩიჩი, სალაჰი.
მთავარი მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
სევილია: რიკო, ტრემულინასი, კარისო, კოკე, კოლოძიეჩაკი, მბია, ბანეგა (იბორა 55), კრიჩოვიაკი, ალეიქს ვიდალი, ვიტოლო (რეიესი 74), ბაკა (გამეირო 70).
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1 ბაკა (22), 0:2 კარისო (27).
67-ე წუთზე ილიჩიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილებები: პისარო (21), სავიჩი (26), ბანეგა (34), ვალერო (49)
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
ბურთის ფლობა: 64%-36% დარტყმა: 27 (6) – 5 (3), კუთხური: 16 – 4, თამაშგარე: 0 – 2, სეივი: 1 – 6, ჯარიმა: 13 – 15.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატება
შერმა ძაან დონეა.2 ცენტრი უნდა ვითამაშოთ ევროპაზე ყველა ვარიანტში.დიქსონი,ცინცაძე,მარკოიშვილი,ზაზა,შერმადინი.სკამიდან გამყრელიძე,ბურჯანაძე,სანაძე.7-8 წუთი რაც ექნებათ ლონდარიძესა და ბითაძეს ,როცა ზაზა და შერმადინი დაისვენებენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ და მოწოდებაზე უნდა იყონ.პერიმეტრიდან სრული კატასტროფაა...არც ესვრიან.არც ტვირთავენ,არადა შეილება სროლა,გვყავს ხალხი.5-6 სამიანი აუცილებლად უნდა ჩაუგდო ევრობასკეტზე კარგ გუნდს,თუ მოგება გინდა.
ბოისა გამოუშვით დააბნიეთ ბაგატკისი.DD
კარგია შერმადინი მარა, ზაზა მაინ სულ სხვაა.DD
სამიანის გარეშე მოგება არ არსებოს.
რაღაც 2-ვე გუნდმა ინერტულად დაიწყო.
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
იმედია უკეთ ვითამაშებთ ვიდრე ავსტრიასთან.
პორზინგისი ეყოლებათ?
სტატია წაიკითხე