კალათბურთი

11:34 | 15.05.2015 | ნანახია 2382 - ჯერ

“კლივლენდი” კონფერენციის ფინალში, “ჰიუსტონმა” სერიაში ანგარიში გაათანაბრა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა.

“ჩიკაგო” საკუთარ კედლებში “კლივლენდ კავალიერსს” შეხვდა. მატჩის მეორე პერიოდში “კავალიერსის” ერთ ერთმა ლიდერმა კაირი ირვინგმა ტრავმა მიიღო და პარკეტის დატოვება მოუხდა. მიუხედავად ამისა, “კლივლენდმა” “ჩიკაგო” 94:73 გაანადგურა. სერიაში ანგარიში 4:2 გახდა, დევიდ ბლატის გუნდის სასარგებლოდ. ლებრონ ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდნენ, სადაც “ატლანტა” – “ვაშინგტონის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

“კლიპერსი” ლოს ანჯელესში “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა. მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ “კლიპერსი” მეტოქეს 13 ქულით ამარცხებდა. მაგრამ ბოლო პერიოდში “ჰიუსტონის” ორი კლათბურთელის, ჯოშ სმიტის და კორი ბრიუვერის საუცხოო თამაშმა “როკეტს” პერიოდი 40:15 მოაგებინა, საბოლოოდ კი ტეხასელებმა მეტოქე 119:107 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ “კლიპერსი” სერიას 3:1 იგებდა, თუმცა ჰარდენმა და მისმა თანაგუნდელებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს და ანგარიში გაათანაბრეს. სერიის გადამწყვეტი მეშვიდე თამაში ტეხასში 18 მაისს გაიმართება.

“ჩიკაგო ბულზი” – “კლივლენდ კავალიერსი” 73:94 (31:33, 13:25, 16:15, 13:21)

“ჩიკაგო”: ბატლერი (20 ქ.), როუზი (14 ქ. 6 პ.), გასოლი (8 ქ. 5 მ.), მიროტიჩი (7 ქ.), დანლივი (7 ქ.), სნელი (5 ქ.), ნოა (4 ქ. 11 მ.), ბრუქსი (4 ქ.), მური (2 ქ.), გიბსონი (2 ქ.)

“კლივლენდი”: დელავედოვა (19 ქ.), ჯეიმსი (15 ქ. 11 პ. 9 მ.), ტომპსონი (13 ქ. 17 მ.), შამპერტი (13 ქ.), სმიტი (12 ქ. 8 მ.), ჯონსი (9 ქ.), მოზგოვი (7 ქ.), ირვინგი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=JwupEtJmD_g

სერია“კლივლენდმა” 4:2 მოიგო

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 107:119 (29:25, 35:37, 28:17, 15:40)

“კლიპერსი”: პოლი (31 ქ. 11 პ. 7 მ.), გრიფინი (28 ქ. 8 მ.), რედიკი (15 ქ.), ბარნსი (9 ქ. 10 მ.), კროუფორდი (9 ქ.), ჯორდანი (8 ქ. 9 მ.), რივერსი (5 ქ.), დევისი (2 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (23 ქ.), ჰოვარდი (20 ქ. 21 მ.), ბრიუვერი (19 ქ. 10 მ.), სმიტი (19 ქ. 6 მ.), ჯონსი (16 ქ.), არიზა (13 ქ.), ტერი (7 ქ. 7 მ.), კაპელა (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=iyZ99uwEdAk

სერიაში ანგარიში 3:3


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:49 | 17.05.2015
avtoia (97)

galaqtiko ლეიკერსიდან ვინები იგებენ კონფერენციას? შენი აზრით თუ დელავედოვამ და მოზგომა მოიგეს კონფერენცია მალადეც შენ, კალათბურთში ისე ყოფილხარ როგორც მე ჭოკით ხტომაში

03:49 | 16.05.2015
galaqtiko (3488)

გადავიდნენ ტეხასის გუნდები აღმოსავლეთში დასავლეთში კი მილუოკი დეტროიტი და ჩიკაგო. გათანაბრდება ცოტა სიტუაცია.

03:47 | 16.05.2015
galaqtiko (3488)

დელადოვას მოზგოვის და სმიტის მოგებული კონფერენცია..

03:43 | 16.05.2015
galaqtiko (3488)

დასავლეთის 8 გუნდიდან 6 გუნდი მინიმუმ 4-2 მოუგებდა აღმოსავლეთის მეფეებს. უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენო ამათზეა ნათქვამი. სამარცხვინოდაა გუნდები განაწილებული

06:06 | 16.05.2015
Kalatburtis MUUUUU (5312)

ხაახხ კლივლენდი იქნება ჩემპიონი რომ გახდება რა ჩიკაგო სუსტ იგუნდი იყო ? ეხლა ატლანტა სუსტია? მაგასაც მიაყოლებს არ მევაესბა ესეთი რაღაცეები

21:53 | 15.05.2015
ggggg1 (88)

stripslashes((strlen('http://getamashebi.com/')>0?'http://getamashebi.com/':'http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა
0?'>http://getamashebi.com/':'>http://getamashebi.com/')) - საუკეთესო თამაშების საიტი. შედით ყველა

16:46 | 15.05.2015
LBJ__MiLan__iTaly__ (7146)

გილოცავთ მეფეს გულშემატკივრებს...............
სუპერფინალში როა კავსი ამას წყალი არ გაუვა...
მთავარია იქ ჯანმრთელად იყოს ლავი ირვინგი და დედის გლანდებს ამოვჭრით ლუბოის.......
მოით მოით ნაქები აღმოსავლეთის ჩემპიონებო ხლეზე დაგირტყამთ მეფე..........
წელს თუ იცემპიონმა კავსამა მომავალ 2 სეზონს კიდე მოიგებენ ბეჭდებს მინიმუმ.......

5 ბეჭედი მეფეს სულ ცოტა კარიერის ბოლოს......
ხოლო რეკორდები და ქულები პასები მოხსნები რავიცი ყველაფერში მოწინავე პოზიციებზე უნდა დადგეს კარიერის ბოლოს....
ჯაბარის ქულებს თუ გააუმჯობესებს ხო ფავშე კამფეტ........

13:34 | 15.05.2015
bbbbbb (2031)

ეს უბურთოდ ძალით ჯარიმები ძაან აგდებს უკვე თამაშს რითმიდან. უნდა შეცვალონ ეგ წესი და ტექნიკური ჯარიმა უნდა მიცენ. ასროლინონ და ბურთიც დაუტოვონ

13:29 | 15.05.2015
bbbbbb (2031)

federer 17
ეგრეა მოგებული თამაში წააგეს. პირველ ტაიმში 11 ქულას იგებდნენ და 6 ქულით წინ გაუშვეს ჰიუსტონი მერე 20 ქულამდე წინ გავიდნენ.ზეიმი იყო უკვე დარბაზშუ ჰიუსტონმა მაგ დროს გაიყვანა ჰარდენი და აღარც შემოუყვანია და მაინც მოუგეს

13:47 | 15.05.2015
federer (17) (15576)

ამხელა უპირატესობის გაფლანგვა დანაშაულიააა, 24 წამის წესი რომ გამოეყენებინათ მაქსიმალურად და 2-3 გააზრებული შეტევა გაეკეტებინათ მეტი არ იყო საჭიროოო

13:18 | 15.05.2015
chikovansky (445)

დელევადოვა რო ჩAგახტება ლაპარაკი ზედმეტია : ))))) ჰარდენის მარგი ქმედების კოეფიციენტი; ))))))) მვპზე პრეტენზია ჰქონდა; ))) საშუალოზე დაბალ დონეს აჩვენებს სუპერვარსკვლავის ფონზე; )))))სმიტს და ბრიუერს საღოლ; )))) იმედია დაადუღებენ ამაღამ ოქროსშტატელები იქაურ ბალუებს ; )))))))))))

13:17 | 15.05.2015
federer (17) (15576)

მეშვიდე თამაში მაგარი იქნებაა, ჰოვარდს ორჯერ მაგარი დააფარა ჯორდანმა მაგრამ მაინც მაგარი თამაში ქონდა ჰოვარდს, ძველი ჰოვარდი მომაგონდა 21 მოხსნა თანაც შეტევაში მნიშვნელოვანი ბურთები მოხსნააა.

13:13 | 15.05.2015
chikovansky (445)

rivaldo1010
კარგად თავად როგორ გიკიტხოთ ?

13:06 | 15.05.2015
Lucky Luciano (3296)

მართლა მეფეა... თან ირვინგიც აილეწა და რა სასტავით მოუგო

12:25 | 15.05.2015
Dato Madrid (1088)

დაადუღა საბოლოოდ მეექვსე თამაშში კავალერიამ ხარები,სანამ ირვინგის ტრამვის სიმძიმე გაირკვეოდეს ამაღამ გაათმაგებულად ვუგულშემატკივრებ ვაშინგტონს ატლანტასთან,კლივლენდი დაისვენებს მანამდე კარგად სანამ ვიზარდსი და ქორები მოსალოდნელ დაძაბულ და ნერვიულ მეშვიდე თამაშში შეასკდებიან ერთმანეთს და როგორც ადრე ვთქვი საერთოდაც უკეთესი იქნება კავალერიისთვის თუ ვაშინგტონი შეძლებს ატლანტას გამოგდებას კიდევ ორი თამაშის მოგებით.ასეა ეს.

13:03 | 15.05.2015
federer (17) (15576)

გილოცავ დავით შენი გუნდის წარმატებას, დაიძარით მემგონი ჩემპიონობისთვის

13:35 | 15.05.2015
Dato Madrid (1088)

გაიხარე ბრატ,სწორედ წლევანდელ ჩემპიონობას აქვს განსაკუთრებული მუღამი ახალი შემადგენლობით მოთამაშე კლივლენდისთვის,თორემ ძალიან უნდა გააძლიეროთ თქვენი გუნდები მომავალი წლისთვის რომ უკვე კარგად შეთამაშებული კავალერიის მრავალწლიან ბატონობას შეეშალოს ხელი.ასეა ეს.

13:44 | 15.05.2015
federer (17) (15576)

ჩემ გუნდს რა ეშველება არ ვიციი, არამგონია მომავალში საჩემპიონო გუნდი დააყენოს ლეიკერსმაა.

11:51 | 15.05.2015
RonnieJamesDio (1976)

ეს რა გაუკეთეს კლიპერსს მე-7 რა თამაში წავა ... ჩიკაგოს გამისწორდა რო ჩაედო, ღირსები არიან, ბატლერი და დანლივი განსაკუთრებით, მილუოკის შემდეგ.

11:48 | 15.05.2015
bbbbbb (2031)

ადრე იზეიმა გამარჯვება კლიპერსმა და დაისაჯა. 20 ქულამდე ფორა ქონდათ მესამე პერიოდში, მერე ჰარდენი დასვეს და მეთქი დანებდა ჰიუსტონითქო მარა რა გაუკეთეს

ირვინგმაც თუ ტრანვა მიიღო ცუდადაა კლილენდის საქმე. ეგეც თქვენი გასოლი და ჩიკაგო გასოლიანათ ლავის კი არა ირვინგის გარეშეც მოუგეს გასვლაზე

13:05 | 15.05.2015
federer (17) (15576)

ეგ მართლა მაგარი გაუკეთეს კლიპერსსს, მაგრამ ყველაზე მეტად თვითონ არიან დამნაშავე ამ წაგებაშიიიი

0.129065