კალათბურთი

10:06 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოსო მაჭავარიანის “ორმაგი დუბლი” – ფინალის საგზური დაბადების დღეს

იტალიის “ტიგულიოში” მოთამაშე სოსო მაჭავარიანმა დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი თავადვე გაიკეთა. 14 მაისს იგი 19 წლისა გახდა და გუშინვე სოსომ იტალიის ჩემპიონატის 19 წლამდელთა გათამაშების ფინალში გააღწია. მაჭავარიანმა და მისმა პარტნიორებმა ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩშიც მოახერხეს “რივერა დელ ფიორის” ძლევა, ამჯერად 99:81 (პირველი შეხვედრა 67:55 დასრულდა) და საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში მომავალ კვირას ჩაებმებიან.

ტიგულიოელთა ქართველმა მსროლელმა-მსუბუქმა ფორვარდმა პარკეტზე წინა დაპირისპირების მსგავსად 28 წუთი დაჰყო და ამ სათამაშო დროის განმავლობაში თავისიანებს 13 ქულით, 8 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით და 3 ჩაჭრით შეეწია.

ვულოცავთ სოსოს დაბადების დღეს და იტალიის 19 წლამდელთა პირველობის ფინალში გასვლას და ჩემპიონატის გადამწყვეტ სერიაშიც გამარჯვებასთან ერთად კარგ თამაშს ვუსურვებთ.

ბოლოს კი იმასაც დავძენთ, რომ ფინალური სერიაც 2 მოგებამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095158