ჭადრაკი

21:49 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ წაგებით დაიწყო

დაიწყო ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გრან პრის გათამაშების მეოთხე ტური, რომელსაც რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს.

დღეს პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. რაღა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრებისათვის გამორჩეულ ინტერესს ბაადურ ჯობავას თამაში იწვევდა, რომელიც თეთრებით გრან პრის ერთპიროვნულ ლიდერ რუსეთის წარმომადგენელ ევგენი ტომაშევსკის ხვდებოდა. სამწუხაროდ, ჯობავა ვერაფერს გახდა და მეტოქეს დანებდა.

სხვა შეხვედრებიდან დმიტრი იაკოვენკომ (რუსეთი) ანიშ გირს მოუგო, დანარჩენი პარტიები კი ყაიმით დასრულდა. მეორე ტურში ჯობავას მეტოქე ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი იქნება. ჯობავა ამჯერად შავებით ითამაშებს.

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ბორის გელფანდი (რუსეთი) 0.5:0.5

ბაადურ ჯობავა (საქართველო) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0:1

ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) 0.5:0.5

ფაბიანო კარუანა (იტალია) – ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0.5:0.5

დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) – ანიშ გირი (ჰოლანდია) 1:0

სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 0.5:0.5

მეორე ტურის შეხვერათა განრიგი

გელფანდი – ნაკამურა

გირი – კარიაკინი

დომინგეს პერესი – იაკოვენკო

სვიდლერი – კარუანა

ტომაშევსკი – გრიშჩუკი

ვაშიე-ლაგრავი – ჯობავა

სატურნირო მდგომარეობა ერთი ტურის შემდეგ

I-II ტომაშევსკი, იაკოვენკო 1-1 ქულა

III-X გრიშჩუკი, სვიდლერი, კარიაკინი, ნაკამურა, ვაშიე-ლაგრავი, გელფანდი, კარუანა, დომინგეს პერესი 0.5-0.5

XI-XII ჯობავა, გირი 0-0

0.125205