იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით კოპა იტალიის ფინალის გამართვის თარიღი შეიცვალა. აქამდე დაანონსებული იყო, რომ გადამწყვეტი მატჩი 7 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ “იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევის გამო კალჩოს მმართველებს გეგმის შეცვლა მოუწიათ. თასის ფინალი 20 მაისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
საქმე ისაა, რომ ლიგის ფინალი 6 ივნისსა დაგეგმილი, ხოლო ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის პარალელურად იტალიის თასის ფინალშიც არიან გასულები, სადაც რომის “ლაციოს” შეხვდებიან.