სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:09 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “მანჩესტერ სიტი” დე ბრუინისთვის 35 მილიონს გამოყოფს

როგორც Daily Mirror იუწყება “მანჩესტერ სიტი” 23 წლის ბელგიელი ფეხბურთელის კევინ დე ბრუინის შესაძენად 35 მილიონი გირვანქას გადახდას აპირებს. აღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი იოვეტიჩის გაყიდვას “ინტერში” გეგმავს, ტრანსფერიდან შემოსულ თანხას კი ბელგიელი ნახევარმცველის შეძენისთვის გამოიყენებს.

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი “ვოლფსბურგის” მაისურით კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. მისი შეძენით ასევე არიან დაინტერესებულნი მიუნხენის “ბაიერნი” და პსჟ.

ამ მომენტისთვის “ვოფლსბურგი” ბუნდესლიგაში 65 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, რაშიც დიდი წვლილი ბელგიელმა შეიტანა. დე ბრუინმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, ევროპა ლიგის 11 მატჩში კი - 5 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114848