ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია პოლონეთის ქალაქ ჟიელონა გორაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
მე-4 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ 2 რაუნდი დასძლია, მეოთხედფინალში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მირიამ კოლოძიეოვას (ჩეხეთი) გაეჯიბრა და 1:6, 0:1-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.