სხვა

15:18 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ გამარჯვება, ტოჩინოშინი მარცხი

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშოს სტარტზე 3 მარცხი განიცადა, მას შემდეგ კი, 2 გამარჯვება იზეიმა.

აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა გაგამარუ დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრა და კიმედაშით აჯობა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ნაცუ ბაშოზე ყველა ბრძოლა წაგებული აქვს.

მდგომარეობა გაირთულა დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძე აღმოსავლეთის სეკივაკე ტერუნოფუჯისთან იორიკირით დამარცხდა და 1 მოგების წილ 4 წაგება მოუგროვდა.

მომდევნო საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი გოეიდოს გაეჯიბრება (4:8 ურთიერთშეხვედრებში), ხოლო გაგამარუს მეტოქე დასავლეთის მე-2 მაგეაშირა ამინიშიკი (2:2) იქნება, რომელიც დღეს იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამარცხდა.

ამ უკანასკნელს კიდევ ერთ დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის დარად 4 მოგება აქვს, 5-5 გამარჯვებით კი რიგითი მაეგაშირები ტაკაიასუ და კაისეი ლიდერობენ.

0.117482