იტალიის პრიმავერას (დუბლების) ჩემპიონატში “ემპოლის” 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რომან ჭანტურიამ 25-ე ტურში სიმონე ინძაგის რომის “ლაციოს” გაუტანა (2:2)
“ემპოლი” შინ 1:2 მარცხდებოდა რომაელებთან. 73-ე წუთზე მოედანზე ჭანტურია გამოვიდა, რომელმაც 87-ე წუთზე ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 7 გოლია.
ჩემპიონატში 14 გუნდი მონაწილეობს, “ემპოლი” კი 45 ქულით მეხუთე ადგილზეა.