გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის 2 მატჩი გაიმართა. “ატლანტა” საკუთარ დარბაზში “ვაშინგტონს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე “ქორები” 80:78 იგებდნენ, მაგრამ დედაქალაქელების ლიდერმა პოლ პირსმა სამქულიანი ჩააგდო და გუნდი წინ გაიყვანა. საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ალ ჰორფორდმა ფარქვეშ ბურთი მოიპოვა, ორი ხელით მოათავს კალათში და საბოლოო შედეგი 82:81 “ატლანტას” სასარგებლოდ დააფიქსირა. ვაშინგტონს გუნდის ლიდერი ჯონ უოლი დაუბრუნდა, რომელმაც მეტოქეს 15 ქულა ჩაუგდო. ჯორჯიელები სერიაში 3:2 დაწინაურდნენ. მეექვსე მატჩი ვაშინგტონში 16 მაისს გაიმართება.
“გოლდენ სტეიტმა” შინ “მემფისი” 98:78 დაამარცხა. “მეომრებმა” “დათვებს” ოთხივე პერიოდი მოუგეს. ოკლენდელებში 21 ქულით კლეი ტომპსონი და 18 ქულით სტივ კარი გამოირჩა. “მემფისში” საუკეთესო 18 ქულით მარკ გასოლი იყო. სერიაში “გოლდენ სტეიტი” 3:2 დაწინაურდა. მეექვსე შეხვედრა 16 მაისს მემფისში გაიმართება.
“ატლანტა ჰოუქსი” – “ვაშინგტონ უიზარდსი” 82:81 (23:19, 18:28, 22:15, 19:19)
“ატლანტა”: ჰორფორდი (23 ქ. 11 მ. 5 ბ.), მილსაპი (14 ქ. 7 მ.), ტიგი (14 ქ. 5 პ.), ქეროლი (10 ქ. 19 მ.), მუსკალა (8 ქ.), შროდერი (6 ქ. 7 პ.), ანტიჩი (4 ქ.), კორვერი (3 ქ.)
“ვაშინგტონი”: ბილი (23 ქ. 7 მ.), უოლი (15 ქ. 7 პ.), გორტატი (14 ქ. 8 მ.), პირსი (11 ქ.), პორტერი (9 ქ.), ნენე (9 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=3BwJYLi-_Ps
სერიის ანგარიში 3:2
“გოლდენ სტეიტ უორიორსი” – “მემფის გრიზლი” 98:78 (26:25, 23:16, 25:16, 24:21)
“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (21 ქ. 5 პ.), კარი (18 ქ. 7 მ. 6 ჩ. 5 პ.), იგუადალა (16 ქ.), ბარნსი (14 ქ.), გრინი (7 ქ. 9 პ.), ლი (6 ქ.), ბოგუტი (6 ქ.), ლივინგსტონი (6 ქ.), მაკადუ (4 ქ.)
“მემფის გრიზლი”: გასოლი (18 ქ. 12 მ. 6 პ.), კონლი (13 ქ. 5 პ.), რენდოლფი (13 ქ. 10 მ.), გრინი (10 ქ.), კარტერი (8 ქ.), ლი (7 ქ.), უდრიხი (3 ქ.), ადამსი (3 ქ.), ლეური (2 ქ.), კუფოსი (1 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=jyVW7Po5Yfo
სერიის ანგარიში 3:2