ფეხბურთი

13:27 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგიას მორიგი გოლი “ჰალეშერში”

გერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერმა”, რომელშიც აკაკი გოგია გამოდის, საქსონია-ანხალტის მიწის თასი მოიგო და ფინალში ერთი გოლი ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გაიტანა.

“ჰალეშერმა” გადამწყვეტ მატჩში “ჰალე 96” 6:0 დაამარცხა და გოგიამ თავი 84-ე წუთზე გამოიჩინა.

განვლილ შეხვედრას 12855 გულშემატკივარი დაესწრო, ხოლო “ჰალეშერმა” გამარჯვებისთვის 14000 ევრო მიიღო.

გოგიას მიმდინარე სეზონის ბოლოს “ჰალეშერთან” კონტრაქტი ეწურება და ზაფხულში გუნდიდან წავა. 23 წლის ფეხბურთელმა 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

0.115095