ისტორია

9:49 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

14 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 - დაიბადა ვალერი ბრუმელი. საბჭოთა მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი (2,28 მ). ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი (ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე გახდა). ევროპის 1962 წლის ჩემპიონი. მსოფლიო უნივერსიადების ორგზის ჩემპიონი (1961, 1963). 1963 წელს დაასახელეს პლანეტის საუკეთესო სპორტსმენად. ვალერი ბრუმელი 2003 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1892 - ჰოლანდიის ქალაქ არნემში საფეხბურთო კლუბი “ვიტესი” დაარსდა. ადრეულ წლებში ექვსჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (ბოლოს 1915 წელს). შამჯერ ითამაშა ჰოლანდიის თასის ფინალი (1912, 1927, 1990). ამჟამად კლუბის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია. “ვიტესი” თამაშობს “გელრედოუმის” სტადიონზე, რომლის ტევადობაც 25 ათასია.

1899 - ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ორი სტუდენტური გუნდის შერწყმით დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ნასიონალი”. მას პლანეტის საფეხბურთო კლუბთაგან ყველაზე მეტი, 123 ტიტული აქვს მოპოვებული. “ნასიონალი” ასევე მსოფლიო რეკორდსმენია ეროვნული პირველობების მოგების მხრივაც – გუნდი 44-ჯერ გახდა ურუგვაის ჩემპიონი. სამ-სამჯერ აქვს მოპოვებული ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები.

1904 - აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში თანამედროვეობის მესამე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ოლიმპიადა იმით გამოირჩა, რომ მასში მონაწილეობა სრეკორდოდ მცირე რაოდენობის სპორტსმენმა მიიღო. თამაშებში 12 ქვეყნის 625-მა ათლეტმა იასპარეზა.

1938 - ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ნაცისტური გერმანიის რჩეული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს 6:3 მოუგო. შეხვედრა ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა და მატჩის დაწყების წინ ინგლისელებს გერმანიის ჰიმნის შესრულების დროს ნაცისტური მისალმება დააძალეს. ამას გერმანიაში დიდი ბრიტანეთის ელჩი სერ ნევილ ჰენდერსონი და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მდივანი სტენლი როუზი დაეთანხმნენ.

1957 - ლენინგრადის სერგეი კიროვის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “ზენიტისა” და მოსკოვის “ტორპედოს” მატჩის დროს მასობრივი არეულობები მოხდა. ასპარეზობის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეხვედრას “ტორპედო” 5:1-ს იგებდა, როდესაც ერთ-ერთი ლენინგრადელი გულშემატკივარი მინდორზე შეიჭრა, “ზენიტის” მეკარე აიძულა თამაშიდან გასულიყო და კარში თავად ჩადგა. მილიცია წესრიგის დამრღვევს სასტიკად გაუსწორდა, რამაც მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია და მათ მილიციელთა ცემა, სტადიონისა და გუნდების ავტობუსების რბევა დაიწყეს. ბუნტი ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მისი ჩაცხრობა საჯარისო ნაწილის დახმარებით მოხერხდა. ინცინდენტის დროს 107 ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

1961 - “ფორმულა-1”-ის მონტე-კარლოს (მონაკო) გრან-პრი სტილინგ მოსმა (“ლოტუსი”) მოიგო.

1971 - ოფიციალურ მატჩში პირველად იასპარეზა კენი დალგლიშმა. შოტლანდიის ჩემპიონატის მატჩში იგი გლაზგოს “სელტიკის” რიგებში გამოჩნდა და “კილმარნოკს” 6 გოლი გაუტანა. შეხვედრა გლაზგოელმა “კათოლიკებმა” 7:2 მოიგეს.

1972 - “ფორმულა-1”-ის მონტე-კარლოს (მონაკო) გრან-პრი ჟან-პიერ ბელტოისმა (BღM) მოიგო.

1975 - კიევის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ბაზელის “სენტ-იაკობის” სტადიონზე, ბუდაპეშტის “ფერენცვაროში” 3:0 დაამარცხა. გოლები ვიქტორ ონიშჩენკომ (2) და ოლეგ ბლოხინმა გაიტანეს. “დინამო”: რუდაკოვი, ტროშკინი, მატვიენკო, რეშკო, ფომენკო, მუნტიანი, კონკოვი, ბურიაკი, კოლოტოვი, ონიშჩენკო, ბლოხინი. მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი. “ფერენცვაროში”: გეცი, მარტოში, მედუეში, პატაკი, რაბი, ნილაში (ონჰაუსი), იუჰაში, მუხა, საბო, მატე, მადიარი.

1977 - 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ბობი მური დიდი ფეხბურთიდან წავიდა.

1980 - “ვალენსიამ” თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა ლონდონის “არსენალი” (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა) და საპატიო პრიზი მოიპოვა. “ვალენსია”: პერეირა, კარეტე, ბოტუბოტი, არიასი, ტენდილიო, სოლსონა, საურა, ბონჰოფი, სუბირატესი (კასტელანოსი), კემპესი, პაბლო. “არსენალი”: ჯენინგსი, რაისი, ნელსონი, ო’ლირი, იანგი, როქსი, ტალბოტი, პრაისი (ჰოლინზი), ბრეიდი, სანდერლენდი, სტეპლტონი.

1981 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ბოსტონ სელტიკსმა” “ჰიუსტონ როქითსი” დაამარცხა და NBA-ის რიგით ოცდამეთხუთმეტე ჩემპიონი გახდა.

1983 - პორტუგალიელმა სტაიერმა, როზა მოტამ 20 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:06:55,5).

1995 - “ფორმულა-1”-ის მონტმელეს (ესპანეთი) გრან-პრი მიხაელ შუმახერმა (“ბენეტონი”) მოიგო.

2005 - ვინკი ტრინიდადმა საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფელიქს ტრინიდადი დაამარცხა და ჭBჩ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2006 - ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით, “ბებერი ქალბატონი” “მატჩების ჩაწყობასა” და არბიტრების მოსყიდვაში ამხილეს. ამის გამო კლუბს ტიტული ჩამოართვეს და იგი სერია B-ში დააქვეითეს, ხოლო ჩემპიონობა მეორე ადგილზე გასულ “ინტერს” ერგო. სატურნირო ცხრილის მიხედვით მეორე ადგილზე გასულმა კახა კალაძის “მილანმა” კი, შესაბამისად მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.

2008 - სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” უეფას თასის ფინალში მანჩესტერის “სიტი ოვ მანჩესტერ სთედიუმზე” გლაზგოს “რეინჯერსი” 2:0 დაამარცა და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლები იგორ დანილოვმა და კონსტანტინ ზირიანოვმა გაიტანეს. “ზენიტს” დიკ ადვოკაატი წვრთნიდა. შეხვედრას 44 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2008 - ქალ ჩოგბურთელთა შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, ბელგიელმა ჟუსტინ ენენმა აქტიური სპორტიდან წასვლის თაობაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

2008 - რაგბის საერთაშორისო კავშირმა ირბ-მ საქართველოს რაგბის კავშირს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ 700 ათასი გირვანქა გამოუყო.

2009 - ამსტერდამის “აიაქსმა” შოთა არველაძეს სამწვრთნელო კონტრაქტი შესთავაზა.

2011 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის მატჩში ფრედ 1:1 ითამაშა “ბლექბერნთან” და მეთორმეტედ გახდა ამ ტურნირის (ინგლისის პრემიერლიგა 1991 წელს დაფუძნდა) ჩემპიონი. სულ კი “იუნაიტედმა” სარეკორდოდ, მეცხრამეტედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა.

2011 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში “მანჩესტერ სიტიმ” “სტოკი” 1:0 დაამარცხა და 1969 წლიდან მოყოლებული პირველად დაეუფლა პლანეტის ყველაზე ძველი ტურნირის გამარჯვებულის თასს. ამასთან, “სიტიმ” ინგლისის თასი მეხუთედ მოიგო.

2011 - “ზესტაფონმა” საქართველოს ჩემპიონობა გაინაღდა.

2012 - ხელბურთ საქართველოს ჩემპიონი სტუ გახდა.

2013 - საფეხბურთო კლუბმა “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის გათავისუფლების თაობაზე.

ამ დღეს დაიბადნენ

1836 - ვილჰელმ სტეინიცი. გერმანელი მოჭადრაკე. მსოფლიოს პირველი ჩემპიონი. გარდაიცვალა 1900 წელს.

1911 - ლეე ვენტე. 1930-იან წლებში როტერდამის “ფეიენოორდის” ფორვარდი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი. “ფეიენოორდის” რიგებში ჩაატარა 82 მატჩი, გაიტანა 65 გოლი.

1920 - კნუდ ლუნდბერგი. დანიის საფეხბურთო (39 მატჩი, 10 გოლი), საკალათბურთო და ხელბურთის ნაკრებების წევრი. ფეხბურთში ექვსჯერ გახდა დანიის ჩემპიონი. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ჟურნალისტი გახდა.

1934 - ერიკ კოლდოუ. 1950-60-იან წლებში გლაზგოს “რეინჯერსის” კაპიტანი (ამპლუით ფორვარდი). შოტლანდიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის ხუთგზის მფლობელი. სამჯერ მოიპოვა შოტლანდიის საფეხბურთო ლიგის თასი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1940 - ტომას ლოურენსი. 1960-იან წლებში “ლივერპულის” მეკარე. ინგლისის ორგზის ჩემპიონი და საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი.

1942 - ვალერი ბრუმელი. საბჭოთა მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი (2,28 მ). ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი (ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე გახდა). ევროპის 1962 წლის ჩემპიონი. მსოფლიო უნივერსიადების ორგზის ჩემპიონი (1961, 1963). 1963 წელს დაასახელეს პლანეტის საუკეთესო სპორტსმენად. ვალერი ბრუმელი 2003 წელს გარდაიცვალა.

1949 - ნელი ფერიაბნიკოვა. საბჭოთა კალათბურთელი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1971, 1975). ევროპის ცხრაგზის ჩემპიონი (1970-78).

1955 - იან სორენსენი. 1970-80-იან წლებში დანიის ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბელგიის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. გამოდიოდა ჰოლანდიისა და პორტუგალიის კლუბებშიც.

1965 - კურტ ჰარნეტი. ველოსპრინტში 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებზე მოგებული აქვს ბრინჯაოს მედლები.

1970 - მოჰამედ კონიჩი. ბოსნიის ეროვნული ნაკრების, “ქოვენთრისა” და “დერბის” ფეხბურთელი.

1973 - ჰაკან უნსალი. თურქეთის ეროვნული ნაკრების, “ბლექბერნისა” და “გალათასარაის” ფეხბურთელი.

1975 - ბილ ჩატო. კამერუნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1979 - მიკაელ ლანდრო. “ნანტის”, პსჟ-ს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარე. საფრანგეთის ჩემპიონი (2001). ქვეყნის თასის და ლიგის თასის მფლობელი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი.

0.116465