ჩოგბურთი

1:30 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა წყვილთა ნახევარფინალშია

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და სლოვაკი იანა ჩეპელოვას წყვილი, რომელიც ფრანგულ სენ გოდენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) მე-3 ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში ითამაშებს.

კალაშნიკოვამ და ჩეპელოვამ პირველ წრეში დაისვენეს, მეოთხედფინალში კი დანიელი ბარბატი და შვეიცარიელი მიჩელი 6:3, 6:2 დაამარცხეს. ოქსანა და იანა ფინალის საგზურს მე-2 რეიტინგის მქონე ბრაზილიურ-ამერიკულ დუეტს (ჰადად მაია-მელიჩარი) შეეცილებიან.

მე-2 ნახევარფინალში კანადელი ფიჩმანი და ბრიტანელი კონტა კოლუმბიელ დუკუე-მარინოს და ებრაელ გლუშკოს ეთამაშებიან.

0.116526