ფეხბურთი

0:19 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიას მორიგი გამარჯვება

ნორვეგიის ჩემპიონატის მერვე ტურში “სტაბეკმა” შინ 4:0 დაამარცხა “სანდეფორდი.” “სტაბეკის” შემადგენლობაში გიორგი გოროზიამ სრულად ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხე გოლში მიიღო მონაწილეობა. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 19 ქულით მეორე ადგილზეა.

ესტონეთის თასის ნახევარფინალაში "კალიუმ" სტუმრად 2:1 დაამარცხა “ფლორა.” "ფლორას" შემადგენლობაში ირაკლი ლოგუამ სრულად ითამაშა, ბეგლარიშვილი კი სათადარიგო იყო. “კალიუმ” ესტონეთის თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, “ფლორა” კი ასპარეზობას გამოეთიშა.

0.116681