ფეხბურთი

23:00 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო:” “აღმასკომის გადაწყვეტილება აბსურდულია”

საქართველოს პირველი ლიგის ა ზონის 34-ე ტურში ხარაგაულის “ჩხერიმელამ” შინ 2:0 დაამარცხა “ლაზიკა.” საქართველოს ფეხბურთელის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით კი ხარაგაულის გუნდს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს (0:3).

აღმაკოსმის გადაწყვეტილებას საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” გამოეხმაურა. “საბურთალოს” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 11 მაისის აღმასკომის გადაწყვეტილება მიგვაჩნია, რომ არასწორი და აბსურდულია. პირველი ლიგის ა ზონის გათამაშებაში ხარაგაულის “ჩხერიმელამ,” რომელიც 34-ე ტურში ზუგდიდის “ლაზიკას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალეს.

საინტერესოა, რის საფუძველზე ჩაეთვალა გუნდს წაგება, როდესაც გამოძიება არ დასრულებულდა. იმ დღეს, როდესაც “ჩხერიმელამ” “ლაზიკას” უმასპინძლა, ხარაგაულის ორი ფეხბურთელი (თემურ სანიკიძე და გიორგი გოდერიძე) სამართალდამცავებისგან დაკავაბული იყო. თუ ზემოდხსენებულ თამაშში ხარაგაულელი ფეხბურთელები ეჭვებს ბადებენ, ამ შემთხვევაში ეს გაცხადებული უნდა იყოს. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ათვლის წერტილად რატომ აირჩიეს მაინც და მაინც 34-ე ტურის შეხვედრა და არ გადახედეს მათ მიერ ჩატარებულ წინა მატჩებს.

მოვითხოვთ აღმასკომის მხრიდან განმარტებებს, რადგანაც მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს, ისედაც სავალალო სიტუაციაში მყოფ ქართულ ფეხბურთს და ეჭვქვეშ აყენებს აღმასკომის იმ წევრების კომპეტენციის საკითხს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას.

0.11742