ფეხბურთი

22:48 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” რობინიოსთან კონტრაქტი გაწყვიტა

“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის რობინიოს და “როსონერის” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მათი გზები ოფიციალურად 1 ივლისიდან გაიყრება. სამხრეთამერიკელს იტალიურ გრანდთან ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებდა.

რობინიო “მილანში” 2010 წელს მივიდა და 4 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. ამ ხნის განმავლობაში თავდამსხმელმა 144 მატჩში 32 გოლი გაიტანა. 2014 წლის აგვისტოში “როსონერიმ” ფეხბურთელი “სანტოსში” ერთი წლით გაანათხოვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, რობინიო მშობლიურ კლუბს ახლა უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს თავდამსხმელი, ჯერჯერობით უცნობია.

0.115977