ფეხბურთი

20:00 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” კავანისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” თავდამსხმელით ედინსონ კავანით ესპანური “ვალენსია” დაინტერესდა – იუწყება ბრიტანული გამოცემა Talksport–ი.

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხმამაღლა ისმის საუბარი, რომ კავანის სამუშაო ადგილის შეცვლა სურს. ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “არსენალს”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” სურთ. ნახსენები წყაროს ცნობით მათ “ვალენსიაც” შეემატა, რომელიც უდიდესი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება და მათი მილიარდელი მფლობელი პიტერ ლიმი კლუბის გასაძლიერებლად სოლიდური თანხის დახარჯვას აპირებს.

კავანის პარიზულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2018-წლამდე აკავშირებს და 14 იანვრის მონაცემებით 44 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

28 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 49 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

0.112434