ფეხბურთი

19:35 | 13.05.2015 | ნანახია NaN - ჯერ

დეპაი: “შემიძლია “მანჩესტერის” ახალი რონალდუ გავხდე”

21 წლის ჰოლანდიელ შემტევს მემფი დეპას, რომელმიც მომდევნო სეზონიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს, სურს, რომ “მანჩესტერისთვის” ახალი კრიშტიანუ რონალდუ გახდეს.

“გავიგე, რომ ხალხი კრიშტიანუ რონალდუს მადარებს, მე ჯერ 21 წლის ვარ, მაგრამ ერთ დღეს შემიძლია “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი კრიშტიანუ რონალდუ გავხდე და იმ სიმაღლეებს მივაღწიო, რასაც მან მიაღწია”- goal.com დეპაის სიტყვებს ციტირებს.

“მანჩესტერმა” დეპაი პსვ-დან 22.3 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადაიბირა. ჰოლანდიელი შემტევი პსვ-ს ღირსებას 2011-წლიდან იცავს და კლუბის მაისური ჩატარებულ 89 მატჩში მეტოქის მეკარეები 39-ჯერ დაამწუხრა. 21 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 01.08.2022
Dimitriusgv@rdiola (9)

დაულაგეს ექიმებმა მაგიდაზე ნაგულავები ტაბლეტების
მარსელში რო გადადიოდა იქაც მსგავსი რამ მოხდა

15:54 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

თუ გაქ ფაქტები, მოგვაწოდე

21:20 | 01.08.2022
georgianwelder (778)

პროკურორი ხარ?

21:30 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

არა. ფაქტებით ლაპარაკი უკეთესია. სხვაგვარად არასწორ წარმოდგენას უქმნი საიტის მომხმარებლებს

0.066243