ჩოგბურთი

17:23 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია, რომელიც პოლონეთურ ჟიელონა გორაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში ითამაშებს.

ქვაცაბაიამ პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ელზბიეტა ივანიუკი (პოლონეთი) 6:4, 6:2 დაამარცხა, მერვედფინალში კი სერბ ბოიანა მარინკოვიჩს 7:5, 6:2 სძლია.

მეოთხედფინალში ქვაცაბაიას მეტოქე კვალიფიკაციიდან გამოსული კიდევ ერთი ჩოგბურთელი მირიამ კოლოძიეოვა იქნება. ჩეხმა გოგონამ პოლონელ ზუზანა მაჩიეიევსკას 7:5, 6:2 მოუგო.

0.130361