ფეხბურთი

16:32 | 13.05.2015 | ნანახია 1607 - ჯერ

ალეგრი: “ასეთ მატჩებში 0:0 წარმოუდგენელია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დღეს უგოლო ფრეს არ ელის.

“დაცვით ტაქტიკას არ შევცვლით. საინტერესო იქნება თავისი ტაქტიკური სვლებით. პირველი შევხედრისგან განსხვავებით ძალიან არც შევიცვლებით. შევეცდებით ბურთზე კონტროლი დავაწესოთ. ასეთ მატჩებში 0:0 წარმოუდგენელია, რადგან გუნდებს მხოლოდ დაცვაზე ფიქრი არ შეუძლიათ. ბერლინამდე 95 წუთი გვაშორებს. ჩვენგან კი ამას არავინ ელოდა. ამაღამ კარგად დავიძინებ და შესაძლოა ხვალ ცოტა მეძინოს.

პოგბა კარგადაა და შესაძლოა მან პირველივე წუთიდან ითამაშოს. იგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამის ჩვენება შეუძლია. კარლოს ტევესი გასაოცარია, იგი კარგ სეზონს ატარებს და ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი გოლები გააქვს. ალვარო მორატამ ძალიან მოუმატა. მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ფორმაში შევიდა და თავისი შესაძლებლობები დაგვანახა.

ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ბევრ სიამოვნებას მივიღებთ. ეს მატჩი ნორმალური თამაშის კატეგორიაში არ იქნება. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვიმედოვნებ ფინალში გავალთ. მადრიდელებს მოგება უნდათ, მაგრამ მშვიდად იყვნენ, ჩვენ თამაშის სტილს არ შევცვლით.” – განაცხადა ალეგრიმ.

იტალიელი სპეციალისტების გაწვრთნილი გუნდების დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა გაირკვევა. ტურინელებმა ერთი კვირის წინ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგეს. მიმდინარე სეზონში “იუვენტუსმა” გასვლით 24 შეხვედრაში მხოლოდ 12 გოლი გაუშვა, რაც ამ გუნდის კარგ დაცვაზე მეტყველებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:45 | 14.05.2015
giojuve-10 (3743)

ო იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე,შევუთავეთ რეალს ჰუჰუუუუუ გამოიღონ მორატასგან ტყუპებიიი მორატაა ხო დებილი?გყავდეთ ჩიჩარიტოები და ბენზემები ...

22:13 | 13.05.2015
adp10 (10711)

2-2


და იუვე ფინალშიააა


ალე ალე ალე

21:25 | 13.05.2015
BEERTRANCE (97819)

მაგის წარმოდგენაც არ მინდა 0-0 მორჩეს.

20:45 | 13.05.2015
იკა..იუვე..10 (4132)

0-0 მართლა წარმოუდგენელია.. ეხლავე ვამბობ რო რეალი გაიტანს... იუვენტუსმა კი თავისი შანსები უნდა გამოიყენოს

18:14 | 13.05.2015
Lasha Tepnadze (2)

Juventusi gadis

17:55 | 13.05.2015
M.U2015 (19400)

რეალი დზაან მაგარი გუნდია) ანჩელოტი მაგარი წვრთნელია) და მგონია რეალი დხეს დახევს იუვეს) 3-2 მოიგებს მადრიდისტები.

18:01 | 13.05.2015
მადრიდისტა (17021)

მუ კაიფობ თუ არ იცი რომ 3-2 რეალი ვერ გადის...

19:02 | 13.05.2015
M.U2015 (19400)

ერთხელ გისურვეთ მოგება და უცებ მეტაკეს...

20:45 | 13.05.2015
იკა..იუვე..10 (4132)

: DDD

16:37 | 13.05.2015
მადრიდისტა (17021)

არადა 0-0 ითამაშებს და მართალიც იქნება..

0.11498