ფეხბურთი

16:04 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ გულშემატკივრებს ერთად დგომისკენ მოუწოდა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ განაცხადა, რომ მის გუნდს ისტორიაში შესვლა უნდა. ჩემპიონთა ლიგის არსებობიდან მოყოლებული რომელიმე გუნდს ზედიზედ ორჯერ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი მოგებული არ აქვს.

“მეორე ფინალთან და ტურნირის ისტორიაში ადგილის დამკვიდრებასთან ახლოს ვართ. რთული იქნება გასვლა, მაგრამ შევეცდებით საუკეთესოდ ვითამაშოთ. უნდა მოვითმინოთ, ავიცილოთ პრობლემები და ვითამაშოთ უფრო ინტენსიურად, ვიდრე ამას პირველ მატჩში ვაკეთებდით. ბენზემა 100%-ით მზადაა და შესაძლოა სასტარტო შემადგენლობაში დავაყენო. ფრანგი გუნდს უკეთესს გახდის. სერხიო რამოსი შესაძლოა კვლავ ნახევარდაცვაში იყოს. გულშემატკივრებმა უნდა გააანალიზონ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი და საღამოს ყველა ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ კიდევ ერთ ფინალზე ვოცნებობთ, ესაა ჩვენი მიზანი.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა, რომლის გუნდს ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ტურინელებთან1:2 აქვს წაგებული.

“ვალენსიას” წინააღმდეგ მატჩისას მადრიდელი გულშემატკივრების მიერ დაწუნებული იკერ კასილიასი სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ჩემპიონთა ლიგაზე რიგით 150-ე შეხვედრას ჩაატარებს.

0.121591