ნბა-ს წევრი “ნიუ ორლეან პელიკანსი” ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. გუნდმა ოფიციალურად დაითხოვა მონტი უილიამსი, რომლის ხელშიც რეგულარულ ჩემპიონატში 45 გამარჯვება იქნა მოპოვებული, პლეი-ოფის პირველ რაუნდში კი გუნდი “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” დამარცხდა.
არის შანსი, რომ “პელიკანსის” დამრიგებელი “ჩიკაგო ბულზის” ახლანდელი თავკაცი ტომ ტიბოდო გახდეს. როგორც ამერიკულ პრესაში იწერება, ამ უკანასკნელს ჩიკაგოური კლუბის ხელმძღვანელობასთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვენ.