ფეხბურთი

10:38 | 13.05.2015 | ნანახია 2592 - ჯერ

ენრიკე მე-11 მწვრთნელია, ვინც სადებიუტო სეზონში გუნდი ლიგის ფინალში გაიყვანა

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იმ სპეციალისტთა სიაში ჩაეწერა, ვისაც მისი გუნდი პირველივე სამუშაო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაუყვანია.

აქამდე სადებიუტო სეზონში მსგავს წარმატებას მიაღწიეს: იუპ ჰანკესმა (“რეალი”, 1997/98 წლების სეზონი), ოტმარ ჰიტცფელდმა (“ბაიერნი”, 1998/99), ექტორ კუპერმა (“ვალენსია”, 1999/2000), კლაუს ტოპმიოლერმა (“ლევერკუზენი”, 2001/02), რაფაელ ბენიტესმა (“ლივერპული”, 2004/05), ავრაამ გრანტმა (“ჩელსი”, 2007/08), ხოსეპ გვარდიოლამ (“ბარსელონა”, 2008/09), ლუის ვან გაალმა (“ბაიერნი”, 2009/10), რობერტო დი მატეომ (“ჩელსი”, 2011/12), კარლო ანჩელოტიმ (“რეალი”, 2013/14).

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში ლუის ენრიკეს შეგირდებმა ორი მატჩის ჯამში “ბაიერნს” აჯობეს. “ბარსელონამ” პირველ შეხვედრაში მიუნხენელები 3:0 დაამარცხა, საპასუხო მატჩი კი 2:3 წააგო.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:53 | 13.05.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კუპერი მეცოდება ორჯერ ზედიზედ გაიყვანა ვალენსია ფინალში და ორივეჯერ წააგო

15:29 | 13.05.2015
იკა..იუვე..10 (4132)

ენრიკეს ადგილზე მიკი რურკი რო ყოფილიყო ისიც გაიყვანდა )) მომეცით ნეიმარი და მესი და მეც გავიყვან

არადა მაგარი დახატული მწვრთნელია ))

19:55 | 13.05.2015
abuka (1007)

შესთავაზე შენი თავი,იქნებ მიგიწვიონ ალბათ მეოთხედ ხელფასსაც დათანხმდები შენ?!

20:43 | 13.05.2015
იკა..იუვე..10 (4132)

კი კაცო ))

15:22 | 13.05.2015
barona (1858)

12 ალეგრი

14:11 | 13.05.2015
MARGVELI (1791)

გუნდს რომ თავმოყვარეობა ყავდეს ეს ჯუჯა მასხარა მწვრთნელად უნდა გყავდეს?

14:21 | 13.05.2015
stoikovich (5984)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD...

14:02 | 13.05.2015
ლუკა გაბუნია (584)

წარმატება...

13:07 | 13.05.2015
gio--83 (4097)

ჰაინკესის უნიკალური მიღწევაა არსანიშნავი, ამ კაცმა სულ ლიგაზე სამჯერ უხელმძღვანელა გუნდებს ერთხელ რეალს და ორჯერ ბავარიას. სამჯერვე ფინალში გავიდა სადაც ორი მოიგო და ერთხელ პენალტებში წააგო მოსაგები თამაში.უდიდესი მწვრთნელია

11:54 | 13.05.2015
Hala Madrid-ო ალეხანდრომ (203)

ზღაპრული, ჯერ არნახული სეზონი

11:20 | 13.05.2015
JUVE 1 (1514)

მე ვიცი ვინ იქნება მე_12

11:08 | 13.05.2015
riva (2859)

ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს ენრიკეს პირველი ნაბიჯები ბარსაში. არამხოლოდ შედეგების და სავარაუდო ტიტულების გამო. ეს სხვა ბარსაა, გვარდიოლამ სწორად თქვა კონტრშეტევაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდი ვართ

10:57 | 13.05.2015
BaBu86 (179)

ამ კაცის არ მჯეროდა და მიხარია რომ შევცდი

0.129717