ფეხბურთი

0:02 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხის აგენტი: “მოლაპარაკება “ბეშიქთაშთან” მიმდინარეობს”

ლონდონის “ჩელსის” ჩეხმა მეკარემ პეტერ ჩეხმა შესაძლოა “ბეშიქთაშში” განაგრძოს კარიერა. ამ თემაზე ფეხბურთელის აგენტმა ვიქტორ კოლარმა თურქული Fanatik-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ ვაწარმოებთ “ბეშიქთაშთან” მოლაპარაკებას, თურქულ კლუბს სურს ჩეხის შეძენა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ” – აღნიშმა კოლარმა.

გავრცელებული ინფორმაციით 32 წლის მეკარის შეძენით პსჟ, მადრიდის “რეალი” და ლონდონის “არსენალიც” იყვნენ დაინტერესებული, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტად ჩეხის სტამბოლურ კლუბში გადასვლა მიიჩნევა.

ჩეხი 2004 წელს ფრანგული “რენიდან” გადავიდა ლონდონურ კლუბში და მას შემდეგ არისტოკრატების მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში ჩეხმა მეკარემ ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

თეგებიპეტერ ჩეხი
0.110553