ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგულ ბორდოში მიმდინარე ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 85 ათასი ევრო) ჩაება, თუმცა, პირველი რაუნდის მატჩის დასრულება ვერ მოახერხა.
ბასილაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს გაეჯიბრა და 2:6, 0:3 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.