პერუს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო გარეკამ კოპა ამერიკაზე წასაყვანი ფეხბურთელების შერჩევა დაიწყო. არგენტინელი სპეციალისტი თავიდან 30 ფეხბურთელს დააკვირდება და ჩილეში 23 მოთამაშეს იახლებს.
Libero.pe-ს ინფორმაციით, რიკარდო გარეკას რჩეული 30 ფეხბურთელი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: პედრო გალიესე (“ხუან აურიჩი”), დიეგო პენი (“სპორტინგ კრისტალ”), სალომონ ლიბმანი (“სესარ ვალიეხო”).
მცველები: პედრო რეკუენა, ანსელ რიოხასი (ორივე “სესარ ვალიეხო”), ლუის ადვინკულა (“სეტუბალი”, პორტუგალია), კრისტიან რამოსი (“ხუან აურიჩი”), გუსტავო დულანტო (“უნივერსიტარიო”), ალექსანდერ კალიენსი (“სოსიედადი”, ესპანეთი), კარლოს სამბრანო (“აინტრახტი”, გერმანია), იოშიმარ იოტუნი (“მალმიო”, შვედეთი), ხაირ კასპედისი (“ხუან აურიჩი”).
ნახევარმცველები: ჟოსემირ ბალიონი (“სპორტინგ კრისტალი”), რინალდო კრუსადო (“სესარ ვალიეხო”), კარლოს ლობატონი (“სპორტინგ კრისტალი”), ედვინ რეტამოსო (“რეალ კარსილასო”), კარლოს ასკუესი (“მელგარი”), პაულო ალბარასინი, კრისტიან კუევა (ორივე “ალიანსა ლიმა”), ხუან ვარგასი (“ფიორენტინა”, იტალია), ჟოელ სანჩესი (“სან მარტინი”), პაოლო ურტადო (“ფერეირა”, პორტუგალია), ანდრე კარილიო (“სპორტინგი”, პორტუგალია).
თავდამსხმელები: დანიელ ჩავესი (“სესარ ვალიეხო”), ირვენ ავილა (“სპორტინგ კრისტალი”), პაოლო პაოლო გერერო (“კორინთიანსი”, ბრაზილია), კლაუდიო პისარო (“ბაიერნი”, გერმანია), იორდი რეინა (“ლაიპციგი”, გერმანია), ჯეფერსონ ფარფანი (“შალკე”, გერმანია), კრისტიან ბენავენტე (“რეალ მადრიდ კასტილია”, ესპანეთი).