ფეხბურთი

22:46 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” ფეხბურთელის სტაჟირება “რედ ბულსში”      

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს 16 წლის ფეხბურთელმა ნიკოლოზ შიხაშვილმა სტაჟირება გერმანულ კლუბ ლაიფციგის “რედ ბულში” გაიარა. მოთამაშეს თან ახლდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გოჩა თამაზაშვილი, მან “საბურთალოს” ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

“გერმანელებს საფეხბურთო კლუბ “საბურთალოზე” ბევრი სმენიათ. იციან, რომ წარმატებული კლუბი და სკოლაა, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელები ირიცხებიან. აქედან გამომდინარე გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობაზე, რაზეც დავთანხმდით.

მომავალში ჩვენი ურთიერთობა უფრო საქმიანი გახდება. რამდენიმე საინტერესო პროექტს ვგეგმავდით, ერთ-ერთი კი ახალგაზრდა . პერპექტიული ფეხბურთელების გერმანიაში გამგზავრება იქნება. სპორტსმენები ნახავენ და გაეცნობიან თუ რა დონეზეა ფეხბურთი აყვანილი.

რაც შეეხეა უშუალოდ ნიკოლოზ შიხაშვილს, ფაქტობრივად ყველა კომპონენტში გამოსცადეს. ამიერიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანელების თვალთახედვის არეში იქნება, პროცესებს უკვე ისინი დააკვირდებიან “– აღნიშნა თამაზაშვილმა.

თამაზაშვილმა საინტერესო რამ თქვა “რედ ბულის” ბავშვთა სკოლის შესახებ. “რედ ბულის” აკადემის მშენებლობისთვის 35 მილონი დაიხარჯა. აკადემია დასრულების პროცესშია.

თამაზაშვილის მსგავსად კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმა.

“დაახლოებით ერთი წელია, რაც ლაგოდეხის “რანიდან” “საბურთალოში” გადმოვედი. კლუბის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროგრესი განვაგრძო და წარმატებას მივაღწიო.

“რაც შეეხება ჩემს სტაჟირებას გერმანიაში, ძალიან ნაყოფიერი იყო. ყოველდღიურად ახალს ვსწავლობდი, საინტერესო დეტალებს ვიგებდი. მართალია “საბურთალოს” და “რედ ბულის” ტაქტიკა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ აქცენტი სწრაფ გოლზე კეთდებოდა, ასევე დაცვიდან შეტევაში რამდენიმე წამში გადასვლა იყო” – განაცხადა შიხაშვილმა.

შეგახსენებთ ლაიფციგის “რედ ბული” ამჟამად გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს, შიხაშვილი კი მასზე ერთი წლით დიდი ფეხბურთელების გუნდში თამაშობდა.

0.118268