გერმანიის A ჯუნიორ ნეიდერჰეინლიგის 25-ე ტურში “ბვ დიუსელდორფმა” სტუმრად 4:0 დაამარცხა “ბოჰოლტი.” “ბვ დიუსელდორფის” 17 წლის მცველმა ვატო მურჯიკნელმა სრულად ითამაშა. ქართველის გუნდი 14 გუნდიან ჩემპიონატში 35 ქულით მე-6 ადგილზეა.
გერმანიის A იუგენდ მიტერჰეინლიგის 23-ე ტურში “ვიელიმ” შინ 3:1 დაამარცხა “კონიგსდორფი,” რომლის მწვრთნელი ქართველი გიორგი ელიზბარაშვილია. 14 გუნდიან ჩემპიონატში “კონიგსდორფი” 36 ქულით მე-8 ადგილზეა.
გერმანიის კარლსბერგ-ლიგა ზაარლანდში 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ლებახმა” შინ 2:1 დაამარცხა “კოლერბახი,” რომლის მოთამაშე-მწვრთნელი დავით ბახტაძეა. ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა ამჯერად გოლი არ გაუტანია. 18 გუნდიან ჩემპიონატში “კოლერბახი” 47 ქულით მე-8 ადგილზეა. ბომბარდირთა სიაში დავით ბახტაძე 19 გოლით მე-5 ადგილზეა.
გერმანიის ვერბანდსლიგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონატის 28-ე ტურში “შიფვეილერმა” შინ 1:0 დაამარცხა “ბილესმენგენ-ბოლხენი.” დამარცხებულთა მოთამაშე-მწვრთნელმა დიმიტრი აბაზაძემ სრულად ითამაშა. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბილესმენგენ-ბოლხენი” 45 ქულით მე-4 ადგილზეა.
გერმანიის საშენ ლანდესკლასეს გათამაშების ჩრდილოეთ ზონაში “ლვბ ლაიფციგმა” შინ 5:1 დაამარცხა “ფრიში აუფ იურზენი.” გამარჯვებულთა მოთამაშე-მწვრთნელ ხვიჩა შუბითიძეს არ უთამაშია. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ლვბ ლაიფციგი” 8 ქულით ბოლო ადგილზეა.
გერმანიის ჰამბურგ-ბეზირკსლიგის გათამაშების 28-ე ტურში “ბლიკვაილერმა” შინ 6:1 დაამარცხა “ვოლფერშეიმის” სარეზერვო გუნდი. გამარჯვებულთა რიგებში ზურაბ ბიგვავამ სრულად ითამაშა, გუნდის მოთამაშე-მწვრთნელ მელორ ბიგვავას კი არ უთამაშია. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბლიკვაილერი” 58 ქულით მეორე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Rene santos
დინამოს თამაშზე 1-2 სიტყვაც დაგეყოლებინა
მომეწონა კარგი თამაში იყო ხომერიკმა ძლივს მიაგნო თავის სტილს კარგ პოზიციებზე დააყენა ფეხბურთელები
კენედი მომეწონა ძაან
ჩიხურა არ იმსახურებდა წაგებას კარგი გუნდია სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ გორგიაშვილი საუკეთესო იყო დღეს
რაჭა
შენი უბნელი გუნდი კარგად თამაშობს
რაჭა
შენი უბნელი გუნდი კარგად თამაშობს
levani82
რევიშვილი გვიბრუნდება.....
უგუნდოდ დარჩა
რაჭააააა
სამტრედიაში ხომ არ იყავი??? DDD
არ ვყოფილვარ. ჩემპიონატში წინა 3 თამაშისგან განსხვავებით დღეს კარგად ითამაშეს
ძალიან-გამოსწორებულია-კიდევ-მსაჯების-გარჯა-თითქმის-ყველა-მატჩს-ვუყურე-ეროვნული-ლიგის-საიტზე-და-არის-პატარა-შეცდომები-მაგრამ-კატასტროფული-ჯერჯერობით-არაფერი-ყოფილა-გამოსწორებულია-მსაჯობა-და-იმედია-ასე-გააგრძელებენ-და-მიმხრობა-არიქნება
რაჭა-არაფერია-იმაში-უცნაური-დილა-რო-დამარცხდა-მოსალოდნელიც-იყო-შემადგენლობიდან-გამომდინარე-ფაქტიურად-თანაბარი-ძალის-გუნდებია
დილა არ გავარდება..ნუ სხაზე უკეთესი თუ არაა, არც არავიზე უარესი არ არის.
შუქურას-სამტრედიას-და-დილას-რაც-შეეხება-წელს-გავარდნის-კანდიდატები-არიან
უცნაური ჩემპიონატია ვინ-ვის უგებს ვერ გაიგებ...ჯერ მგონი, ყველას ვაკელები ჯობიან
საბურთალოსთან-ამათ-წვალებას-ვუყურებდი-და-დიდი-შეცდომაა-მსაჯზე-დაბრალებმა-მე-დილას-ფანი-ვარ-მაგრამ-ნეიტრალური-თვალით-ვუყურებდი-თამაშს-და-სილაგავას-კიარ-უნდა-დააბრალოთ-პრობლემა-ჩვენშია-და-რაც-შეეხება-საბურთალოს-ძლიერი-გუნდია-თუ-არაა-დამსახურებულად-კი-გაიმარჯვეს-სიმართლე-ესაა
ნეტა-ადგილს-შეინარჩუნებდეს-გორის-დილა-უმაღლეს-ლიგაში-მეტი-არც-მოეთხოვება-ამ-შემადგენლობას
გუნდი-ააწყო-ფული-დახარჯო-და-ასეთი-ფეხბურთელები-შეიძინო-არმესმის-რა-საქართველოში-უფრო-ძლიერ-ფეხბურთელებს-მოძებნიდი-ამ-ლეგიონერებზე-მარტო-რიბეიროა-მართლაც-კარგი-მოთამაშეა-სხვა-არცერთია-დასატოვებელი
კოლხეთი რატოა ბათუმზე ქვემოთ ცხრილში???
რამდენიმე ტურიც და კანონზომიერება დაბრუნდება.....
წარმატებები "დინამოს"
ბათუმის?
მაგათაც მაგრამ....
ყოჩაღ