ფეხბურთი

19:58 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკის მასპინძელთა გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

არგენტინელმა სპეციალისტმა ხორხე სამპაოლიმ კოპა ამერიკისთვის ჩილეს ეროვნული ნაკრების გაფართოებული 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სამხრეთამერიკელი მწვრთნელი შეკრებაზე ფეხბურთელებს დააკვირდება და საბოლოოდ 23 რჩეულს უხმობს.

2015 წლის კოპა ამერიკას ჩილე უმასპინძლებს. შესაბამისად, ჩილელი გულშემატკივრები ძლიერი ნაკრების მოლოდინში არიან. სამპაოლის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ჯონი ერერა (“უნივერსიდად დე ჩილე”), პაულო გარსესი (“კოლო კოლო”).

მცველები: გარი მედელი (მილანის “ინტერი”, იტალია), ეუგენიო მენა (“კრუზეირო”, ბრაზილია), მაურისიო ისლა (ქპრ, ინგლისი), გონსალო ხარა (“მაინცი”, გერმანია), მიკო ალბორნოსი (“ჰანოვერი”, გერმანია), ხესე როხასი (“უნივერსიდად დე ჩილე”), ხუან კორნეხო (“აუდაქს იტალიანო”).

ნახევარმცველები: არტური ვიდალი (“იუვენტუსი”, იტალია), ჩარლს არანგუისი (“ინტერნასიონალი”, ბრაზილია), კარლოს კარმონა (“ატალანტა”, იტალია), მარსელო დიასი (“ჰამბურგი”, გერმანია), როდრიგო მილარი (“ატლასი”, მექსიკა), დავიდ პისარო (“ფიორენტინა”, იტალია), მატიას ფერნანდესი (“ფიორენტინა”, იტალია), ხორხე ვალდივია (“პალმეირასი”, ბრაზილია), ფერნანდო მენესესი (“ვერაკრუზი”, მექსიკა), ედსონ პუჩი (“ურაკანი”, არგენტინა), ხოსე პედრო ფუენსალიდა (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), ჟან ბოსეჟური (“კოლო კოლო”), ფელიპე გუტიერესი (“ტვენტე”, ჰოლანდია), მარკო მედელი (“სანტიაგო უანდერერსი”).

თავდამსხმელები: ედუარდო ვარგასი (ქპრ, ინგლისი), ანხელო ჰენრიკესი (ზაგრების “დინამო”, ხორვატია), მაურისიო პინილია (“ატალანტა”, იტალია), ჟუნიორ ფერნანდესი (ზაგრების “დინამო”, ხორვატია), მარკ გონსალესი (“უნივერსიდად კათოლიკა”), ალექსის სანჩესი (“არსენალი”, ინგლისი).

0.127784