ფეხბურთი

18:50 | 12.05.2015 | ნანახია 649 - ჯერ

როდრიგესმა “საუთჰემპტონთან” გაახანგრძლივა

“საუთჰემპტონის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევმა ჯეი როდრიგესმა “წმინდანებთან” ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება.

მიმდინარე სეზონი 25 წლის მოთამაშეს ტრავმის გამო ფაქტობრივად გაუცდა. მიუხედავად ამისა, კლუბი ჯეის მხარში დაუდგა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როდრიგესის დაბრუნება 24 მაისს იგეგმება, ამ დღეს “საუთჰემპტონი” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩს მანჩესტერის “ეტიჰადზე” ჩაატარებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:56 | 12.05.2015
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

რა როდრიგესი კენედიზე დადეთ რამე.

0.117302