ფეხბურთი

18:38 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “მესამე ადგილი სასწაული იქნება”

არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას აზრით, მისი გუნდის მიერ ჰოლანდიის ერედივიზიონში მესამე ადგილის დაკავება და ევროპის ლიგის საგზურის შიდა პლეი ოფის გარეშე მოპოვება სასწაული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად როტერდამის “ფეიენოორდის” დამარცხების (4:1) შემდეგ არნემელებს მესამე პოზიციაზე გასვლის შანსი გაუჩნდათ, კაშია პროგნოზისგან თავს იკავებს:

“დავიკავებთ თუ არა მესამე ადგილს? მაშინ, სასწაული უნდა მოხდეს. მოდით, უბრალოდ კონცენტრაცია გამარჯვებებზე მოვახდინოთ და ვნახოთ, რა მოხდება”, - განაცხადა კაშიამ FOX Sports-თან საუბარში.

0.113935