ჩოგბურთი

18:10 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭალაგანიძის წარმატებული სტარტი

ქართველმა ჩოგბურთელმა თამარ ჭალაგანიძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.

საწყის რაუნდში თამარმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ლიზავეტა ჰანჩაროვა (ბელარუსი) 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ჩინელ ვანგს და ამერიკელ გილჩირსტს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში ჭალაგანიძე სწორედ ხსენებულ ჰანჩაროვასთან ერთად ირჯება. ქართველმა და ბელარუსმა გოგონებმა რუს ბუხანკოს და ფრანგ მოინარს 6:2, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-4 რეიტინგის მქონე ბელარუსულ-ბრიტანულ დუეტს (შლეპცოვა-უოლესი) ეთამაშებიან.

0.115458