ფეხბურთი

16:56 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტებმა აზარი პრემიერლიგაში საუკეთესო აღიარეს

ინგლისის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი დაასახელა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ცოტა ხნით ადრე, 24 წლის ბელგიელი საუკეთესოდ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ აღიარა. 2014-2015 წლების სეზონში აზარმა პრემიერლიგის 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მან “ჩელსისთან” ერთად ინგლისის ჩემპიონატი სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოიგო.

თეგებიედენ აზარი
0.138596