სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:45 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის გამოუყენებელი შანსი

ტოკიოს სუპერტურნირზე 3 დღე მიილია, ქართველი სუმოისტები კი ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. როგორც დასავლეთის პირველ მაეგაშირა ტოჩინოშინს, ასევე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა გაგამარუს სამ-სამი მარცხი მოუგროვდათ.

დღეს, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰაკუჰოს დაუპირისპირდა და სენსაციის მოხდენაც შეეძლო, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენა და დიდ ჩემპიონთან ზედიზედ მეთვრამეტედ დამარცხდა.

ქართველმა სეკიტორმა “თეთრი ფენიქსის” მავაშის ხელში მოგდება მოახერხა, მაგრამ ლევანმა უპირატესობის განვითარება ვერ მოახეხა. ჩვენებურმა მონღოლს საპასუხო ჰიდარი-უვატეს განხორციელების საშუალება არ მისცა, თუმცა, ჰაკუჰომ ტოჩინოშინის ქამარი მარცხენა ხელიდან დაიჭირა და იორიკირი მიითვალა.

ამავე ილეთით დამარცხდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი გაგამარუ. მას დასავლეთის მე-7 მაეგაშირა სადანოფუჯიმ აჯობა.

ნაცუ ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინი სამივე ბრძოლის მომგებ ოძეკი კისენოსატოს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4:11-ს აგებს. რაც შეეხება გაგამარუს, ის აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰომარეფუჯის გაეჯიბრება, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11645