ბრაზილიელ მცველი დანი ალვეში “ბარსელონას” ახალი ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი goal.com-ი იუწყება. მხარეები ხელშეკრულებას უახლოეს რამდენიმე კვირაში გააფორმებენ.
32 წლის სამხრეთამერიკელი სეზონის ბოლოს კლუბიდან თავისუფალ აგენტად წასვლას გეგმავდა. 9 აპრილს ფეხბურთელის მენეჯერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კატალონელებთან მოლაპარაკებას აღარ გააგრძელებდნენ. თუმცა, როდესაც “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ალვეშს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ფეხბურთელი დათანხმდა.